რომელია მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ქალაქები ტურისტებისთვის? – Time Out

Euromonitor International-ის მონაცემებით, 2023 წელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თურქეთის ქალაქი სტამბოლი იყო. ამის შესახებ Time Out იუწყება.
თურქეთის ეკონომიკურ და კულტურულ დედაქალაქს 2023 წელს 20,2 მილიონი ადამიანი ეწვია.
მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი 2024 წელს გაიზრდება, რადგან თურქეთმა ცოტა ხნის წინ -დან და კანადიდან მოგზაურებისთვის სავიზო მოთხოვნები შეარბილა.
რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა ქალაქმა ლონდონმა, რომელსაც გასულ წელს 18,8 მილიონი ადამიანი ეწვია. ვიზიტორთა რიცხვი პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა.
დუბაი მესამე ადგილზე გავიდა. 2023 წელს არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ყველაზე დიდ ქალაქს 16,8 მილიონი ტურისტი ეწვია.
თურქეთის ქალაქმა ანტალიამ მეოთხე ადგილი დაიკავა, მეხუთეზე კი საფრანგეთის დედაქალაქი პარიზია.
ათეული ასე გამოიყურება:
სტამბოლი
ლონდონი
დუბაი
ანტალია
პარიზი
ჰონგ კონგი
ბანგკოკი
ნიუ-იორკი
კანკუნი
მექა