“რომა” ჩალობას დამატებით ინტერესდება

“რომა” “ჩელსის” ცენტრალური მცველით, ტრევორ ჩალობათი დაინტერესდა, ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, იტალიელებს ინგლისელი მცველის 6-თვიანი იჯარით გადაბირება სურთ.
თავის მხრივ, ფეხბურთელის გასხვისების წინააღმდეგი არც “ჩელსია”, ჩალობას მიმდინარე სეზონში “არისტოკრატების” რიგებში პრემიერლიგაში არ უთამაშია.