რომა მახარაძე: ჩემს ერთ-ერთ ყველაზე დიდ შიშს დავარქვი “გველესიანი”

ბლოგერი, რომა მახარაძე:
ჩემს ერთ-ერთ ყველაზე დიდ შიშს დავარქვი “გველესიანი” – ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიშია არ ვიქცე გიორგი გველესიანად
მაშინ, როცა გველესიანის სამშობლოში (საქართველო) ადამიანებს ქუჩაში აწამებდნენ, ეს მწამებლების გადაცემებში დარბოდა, პარტიულ რეკლამებში გვევლინებოდა
გველესიანის მეორე სამშობლო არის ირანი
იცით როგორ უყვართ იქ? მართლა გიჟდებიან, ადრე დამაინტერესა და რაღაცები გადავამოწმე
წინა წლებში ირანში აქციების დროს ირანიდან გაიქცა
ახლა როგორც მას შეეფერება დუმს, როცა მის მეორე სამშობლოში წარმოუდგენელი სისასტიკით ხოც*ვენ მის გულშემატკივრებს, შეიძლება გუნდელებს და ფეხბურთელებს – უბრალოდ Geo Team-ს სახელით გაგვაგებინა, რომ უსაფრთხოდაა
მოკლედ, რას მოიცავს ეს ჩემი შიში:
კონფორმიზმი, რომელიც გაკარგვინებს ადამიანობას, მუდმივად აცრუებ იმედებს, არასდროს ხარ იქ, სადაც საჭიროა და მუდმივად შეიზელ იმ მძღნერს, რომელიც მეტ სიკეთეს მოგიტანს, ყველაფრის ხარჯზე
ეს პოსტი არ არის გიორგი გველესიანზე

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია