რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებას“ – ეს არის რუსული კანონი, რუსული ხელისუფლების მიერ მიღებული, ეს არის პირდაპირ უარის თქმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე – არ შერჩებათ, ივანიშვილი იქნება დასანქცირებული, ხალხი გამოვა ქუჩაში!

ეს არის რუსული კანონი, რუსული ხელისუფლების მიერ მიღებული. ეს არის პირდაპირ უარის თქმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე – არ შერჩებათ, ხალხი გამოვა ქუჩაში, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “ქართულ ოცნებას” მიმართა.
გოცირიძის განმარტებით, ფაქტობრივად, ამ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, დათმოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
“ეს არის რუსული კანონი, რუსული ხელისუფლების მიერ მიღებული. ეს არის პირდაპირ უარის თქმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამას წინ უძღოდა სხვა კანონებიც, მათ შორის, საარჩევნო კანონის შეცვლაც. ფაქტობრივად, ამ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ ძალაუფლებისავე შენარჩუნების სანაცვლოდ, დათმოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს ხელისუფლება არის მოღალატე, რომელიც ქუჩაში აბრუნებს რუსულ კანონს და ქუჩაშივე გამოსული ასი ათასობით ხალხი მიუჩენს ამ პარტიას ისტორიულ სანაგვეზე ადგილს. ამათი გაქაჩვების არავის არ ეშინია – არავის.
იქნება დასანქცირებული, ამასაც მალე ვნახავთ. ვინაიდან, ამ სხდომას ივანიშვილი ესწრებოდა და როგორც არ უნდა დაიმალოს, როგორც არ უნდა გამოჩნდეს თვეში ერთხელ პანაშვიდებზე, ვერ ამოეფარება თავის პარტიას უკან. ბიძინა ივანიშვილი და თავისი პარტია არის დამნაშავე, რომელიც “რუსულ კანონს” აბრუნებს უკან.
მათთვის პრიორიტეტი არის ძალაუფლების შენარჩუნება, რაც მათთვის ნიშნავს ფულის მოპარვას, მათი ბიზნესების გამდიდრებას, და დაუსჯელობას. გაუტკბათ მათ 12 წლის განმავლობაში ბიუჯეტის ძარცვა. არ შერჩებათ – ხალხი გამოვა ქუჩაში”, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.