რომან გოცირიძე – სალომე ზურაბიშვილის მიმართ ხელისუფლების თავდასხმა გამოწვეულია იმ შიშებით, რასაც ისინი განიცდიან – ზურაბიშვილი ამხელს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ პოლიტიკას

ს მიმართ ხელისუფლების თავდასხმა გამოწვეულია იმ შიშებით, რასაც ისინი განიცდიან – სალომე ზურაბიშვილი ამხელს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ პოლიტიკას, ამხელს პრორუსობაში და იმაში, რომ „ქართული ოცნება“ არ არის სოლიდარული უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, მ განუცხადა.
მან ისაუბრა პრეზიდენტის ინიციატივაზე ოპოზიციის გაერთიანების შესახებ.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არის ის, რომ შეთანხმდნენ პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება იმ ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომელიც ყველასთვის საერთო იქნება.
„[შეხვედრებზე] პრეზიდენტმა მოიწვია „ქართული ოცნებაც“, ეს არ არის რაღაც პარტიული ინიციატივა. უნდა შეიქმნას ქარტია, სადაც ჩამოყალიბებული იქნება ისეთი იდეა, მათ შორის 9 რეკომენდაცია,რომელშიც ცვლილებას ვითომ აპირებს ხელისუფლება, მაგრამ სინამდვილეში არ აპირებს და რომლებიც იქნება გამაერთიანებელი და არა განმასხვავებელი. ეს ქარტია და მისი ტექსტი, იდეა ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, ამ იდეას ჩვენ ვუერთდებით. მათ შორის, მოწვეულია ხელისუფლება, მაგრამ ბუნებრივია, ისინი ამას ხელს არ მოაწერენ. შეიძლება ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამაც უარი თქვას, მაგრამ თავისთავად იდეა იმის თაობაზე, რომ შევთანხმდეთ პრინციპებზე, რომელიც ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციას დააჩქარებს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ხელისუფლების თავდასხმა გამოწვეულია იმ შიშებით, რასაც ისინი განიცდიან – სალომე ზურაბიშვილი ამხელს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ პოლიტიკას, ამხელს პრორუსობაში და იმაში, რომ „ქართული ოცნება“ არ არის სოლიდარული უკრაინის მიმართ. ამიტომ არის მთელი ეს კამპანია ატეხილი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.
დეპუტატის მოსაზრებით, „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, გააგრძელებს პრეზიდენტზე თავდასხმას, რადგანაც პრეზიდენტი მათ ამხელს ქვეყნის შიგნით და დასავლეთში.
რეალურად, „ქართული ოცნების“ სარკე არის სალომე ზურაბიშვილი, „ქართულ ოცნებას“ აჩვენებს ანარეკლს, ის აჩვენებს როგორც საპარლამენტო გამოსვლებში, ისე ჩვენ დასავლელ პარტნიორებს.
„რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსისთვის ვეტოს დადებას, როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ვეტოს დადება, ბუნებრივია, სწორია რითაც კიდევ ერთხელ არის ნაჩვენები, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ „ქართული ოცნება“ არაფრის გაუმჯობესებას არ აპირებს და დღევანდელ ვითარებასაც კი, აუარესებს“, – განაცხადა გოცირიძემ.