რომან გოცირიძე – საგარეო იზოლაციის პირობებში დაიწყება „ფულის შიმშილი“, ამიტომ მიადგებიან ყველას, მათ შორის ბიზნესს – გაჩნდება შევარდნაძის დროინდელი ცნება „გადასახადების ამოღება“

ის, რაც მ სამი დღის წინ ივანიშვილის დავალებით განაცხადა, არის პოლიტიკური სითავხედე და პირდაპირი დანაშაული – ანუ, ამერიკას და ევროკავშირს „პატიოსანი ს“ წინააღმდეგ პირდაპირ აგრესორ ძალად განიხილავს, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისი შეფასებით, ვითარება, რომელშიც ახლა სახელმწიფო იმყოფება, პოლიტიკურად რომ შეფასდეს ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთის მოკავშირე, მეგობარი სახელმწიფო გახდა, რომელიც უკრაინის მიმართ მტრულ ქვეყნად იქცა და რომელიც დასავლეთს მტრულ ძალად აღიქვამს.
„ის, რაც კობახიძემ სამი დღის წინ ივანიშვილის დავალებით განაცხადა, არის პოლიტიკური სითავხედე და პირდაპირი დანაშაული. ანუ ევროკავშირის სამხედრო ძლიერების ზრდა რუსეთისადმი საფრთხედ დააკავშირა. ამერიკას და ევროკავშირს „პატიოსანი რუსეთის“ წინააღმდეგ პირდაპირ აგრესორ ძალად განიხილავს. ასეთი განცხადება სერიოზული დაფიქრებისა და პოლიტიკური კონტექსტის გარეშე, არასდროს კეთდება. რუსეთს პირდაპირ უთხრა, რომ ჩვენ თქვენს ორბიტაზე ვბრუნდებითო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
გოცირიძის შეფასებით, „პოლიტიკური იზოლაციის შედეგად, საქართველო, ფაქტობრივად, დასავლური ეკონომიკური ცხოვრებიდან გაირიყება.“
„პანდემია რომ დამთავრდა, ჯერ კიდევ არ ვიყავით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და მასშტაბური დახმარების შესახებ მოლოდინები არ იყო. მოლაპარაკების რეჟიმში რომ გადავსულიყავით, როგორც მოლდოვა და , უზარმაზარი, მრავალმილიარდიანი პროექტები დაიწყებოდა საქართველოში. ევროკავშირი საქართველოს 2027 წლამდე 4,5 მილიარდს დაჰპირდა, სად არის ეს 4.5 მილიარდი? სამაგიეროდ 2.5 მილიარდს მიიღებს სომხეთი, რომელიც საერთოდ არ არის ევროკავშირის წევრი კვეყანა, არც უვიზო რეჟიმშია და დსთ-ს ქვეყანაა… ასევე დავკარგეთ უზარმაზარი რესურსები, ნახევარი მილიარდი, რაც გამოყოფილი იყო ევროკავშირიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, -დან. ზოგიერთი ამბობს, რატომ არ ეტყობა ან ლარს ან ცხოვრებასო? – ეკონომიკას ინერციის თვისება აქვს. 1-2 დღეში არ გამოჩნდება, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძებთ და ვნახავთ, რომ უფსკრულის ქვეშ გავიღვიძებთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
პოლიტიკოსის თქმით, საგარეო იზოლაციის პირობებში დაიწყება „ფულის შიმშილი“, რის გამოც „ქართული ოცნება“ „ყველას, მათ შორის ბიზნესს მიადგება“.
„ბიზნესასოციაცია, სადაც ბობოლა ბიზნესმენები არიან თავმოყრილი, ძოვენ ხელისუფლების ხელიდან – ისინი იღებენ ტენდერებს, აშენებენ გზებს, სპორტის სასახლეებს, ინფრასტრუქტურულ თუ სხვა სახის პროექტებს. ბიუჯეტი იძარცვება – ბიზნესი სასათბურე მდგომარეობაში იღებს სხვადასხვა პროექტს. ყველა ბიზნესმენი, რომელიც ამ ასოციაციაშია, რამდენიმეს გამოკლებით, თბილისში ცათამბჯენებს აშენებს, არიან ივანიშვილის აპოლოგეტები, ფულს უხდიან „ქართულ ოცნებას“ და რეკლამას პროპაგანდისტულ არხებს აძლევენ… დღეს ბიზნესი თუ რაიმეთი დაცულია – ეს არის ქუჩის აქციები, პოლიტიკური ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები – მათ შორის, ევროპარლამენტის რეზოლუციები. როგორც კი ეს ძალები დასუსტდება, მიადგებიან ყველას, რადგან საგარეო იზოლაციის პირობებში დაიწყება ფულის შიმშილი, ბიუჯეტში ფული არ შემოვა, ინვესტიციები არ შემოდის, კაპიტალის გასვლა დაიწყება. როცა ბიუჯეტი შესავსები იქნება, ჯერ დაბარებული ჰყავდათ პრემიერთან და თხოვნით შეატანინეს, ხვალ თითოეულ ბიზნესთან მივლენ და გაჩნდება შევარდნაძის დროინდელი ცნება – გადასახადების ამოღება… ბიუჯეტი იძარცვება და უკვე მიადგნენ ბიზნესებს, როცა ბიუჯეტში უკმარისობაა. რა შიდა ომიც მიდის, ეს ბიუჯეტის შევსებისთვის არ არის. ეს არის მოპარული ქონებების გადანაწილებისთვის. რაც შეეხება საბიუჯეტო დანაკლისს, ესენი ბიზნესთან ჯერ დიალოგის გზით აკეთებენ, ხვალ მოსთხოვენ და ზეგ ძალით ამოიღებენ – ასეთია ლოგიკა. ასეთი გამონათქვამია – ჯერ შენიანს ურტყი, რომ სხვისიანებს ეშინოდეთ. ახლა თავისიანებს ურტყამენ და ეს გაფრთხილებაა, რომ ვინც რუსული რეჟიმის სამსახურში არ იქნებით, ჩემიანს ვიჭერ და სხვისიანო შენც დაგიჭერო“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება კითხვას, რომელიც SWIFT-დან საქართველოს გათიშვის შესახებ ევროკავშირისადმი ევროპარლამენტის მოწოდებას, ასევე ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთა შორისი გადახდების სისტემასთან თანამშრომლობის შესაძლო დაწყებას შეეხებოდა, გოცირიძემ უპასუხა, რომ SWIFT-დან გათიშვას ვერავითარი ჩინური იუანი ვერ უშველის და ეს კატასტროფა იქნება.
„ეს ჩინური სისტემა ანგარიშსწორების გადახდის სისტემაა. ეს ისეთივეა, როგორიც SWIFT-ი. SWIFT მთელ მსოფლიოშია. მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მასში გაერთიანებული არ არის. ანგარიშსწორება დასავლეთის ქვეყნის ვალუტებში – დოლარსა და ევროში ხდება… რუსეთის 25-მდე ბანკი დასანქცირებულია, ახლა 22 დაემატა, მაგრამ რუსეთში 300 ბანკია და დანარჩენი ბანკები ანგარიშებს ჩინეთში სწორედ ამ საგადასახადო სისტემის მეშვეობით ხსნიან. ჩინური იუანია რუსეთის ეკონომიკის ფინანსური გადამრჩენელი. რა მოხდა საქართველოში? – ეროვნულ ბანკში ამ სისტემის პრეზიდენტი ჩამოვიდა – ეს წარმოუდგენელი რაღაცაა. უპრეცედენტო შემთხვევაა, ასე დააფასეს საქართველოს ეროვნული ბანკი ჩინელებმა, რომ ამ სისტემის პირველი პირი ჩამოდის? უკვე სერიოზული განაცხადია – საქართველოს ეუბნებიან, რომ თუ SWIFT-დან გაითიშე, როგორც რუსეთი, რა გზაც ირანმა გაიარა, იმ გზით დაგეხმარებით ჩვენ. ფაქტობრივად უკვე SWIFT-დან გათიშვისთვის ემზადებიან. SWIFT-დან გათიშვას ვერავითარი ჩინური იუანი ვერ უშველის, ეს კატასტროფა იქნება, ხალხი გამოვა და დაამხობს ხელისუფლებას, რადგან ემიგრანტი 1 თეთრსაც ვერ გადმორიცხავს, ტურისტი ვერ შემოვა და სხვ.“, – აღნიშნა გოცირიძემ.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებულ კითხვას, გოცირიძემ უპასუხა, რომ „ეს კატასტროფა იქნება“.
„ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ უვიზოდ ხომ ვიყავითო – კი ვიყავით, მაგრამ როცა ვიზაზე განაცხადი შეგქონდა, იქ 70% კმაყოფილდებოდა და 30% უარს ეუბნებოდნენ. თან ისეთი ადამიანები მიდიოდნენ, ვისაც რაიმე გარანტიები და საშუალება ჰქონდა ევროპაში წასასვლელად. ევროპაში ვერავინ ვერ შევა, რადგან ყველა განაცხადი ევროპაში გაპარვის შედეგად იქნება აღქმული… ამას ექნება უმძიმესი პოლიტიკური შედეგი – ვკარგავთ ფულს, ჯანმრთელობის გადარჩენის საშუალებას, ნდობას. ეს იქნება განაცხადი, რომ საქართველო გარიყული ქვეყანაა“, – განმარტა გოცირიძემ.