– როგორც იმ ქვეყნიდან მობრუნებული არავის უნახავს, ასევე არავის უნახავს „მაგნიტსკის სიიდან“ ამოღებული – გომელაური ყველა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელი იყო, რაც სამუდამო იზოლაციად დაუჯდა

როგორც იმ ქვეყნიდან მობრუნებული არავის უნახავს, ასევე არავის უნახავს “მაგნიტსკის სიიდან” ამოღებული – გომელაური აგენტი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ივანიშვილის მონა და ყველა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელი იყო, რაც სამუდამო იზოლაციად დაუჯდა, – ასე ეხმაურება შს მინისტრის თანამდებობიდან ვახტანგ გომელაურის გადადგომას პარლამენტის ყოფილი წევრი .
გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “მაგნიტსკის სიაში“ მყოფი პირი მინისტრად ვერ დარჩებოდა ისეთ ხელისუფლებაშიც კი, როგორიც ეს რუსული რეჟიმია“.
“დასავლეთის კარები და საფინანსო მომსახურება სიცოცხლის ბოლომდე რომ ჩაეკეტა, ესეც ნათელია. როგორც იმ ქვეყნიდან მობრუნებული არავის უნახავს, ასევე არავის უნახავს მაგნიტსკის სიიდან ამოღებული.
დამთავრდება ომი და ადრე თუ გვიან რუსეთის ნომრიან აგენტს ფარცხალაძე-რომანოვსაც კი მოუხსნიან სანქციებს. გომელაური ნამდვილად არ იყო აგენტი, მაგრამ ივანიშვილის მონა იყო და ყველა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელი, რაც სამუდამო იზოლაციად დაუჯდა“, – აცხადებს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს, დილით გაავრცელა. როგორც გომელაური აცხადებს, დღეს ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, რის გამოც თავს უფლება მისცა, თანამდებობა დაეტოვებინა.
შს მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით გელა გელაძე დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)