: ოქტომბერში, წინასაარჩევნოდ, მოხდა კატასტროფა. ამას მხოლოდ 25 ნოემბერს გაამხელს ეროვნული ბანკი

სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის მიერ სექტემბრის თვეში აუქციონის გარეშე ( ფარულად) გაყიდული უცხოური ვალუტის რაოდენობა. მან 103,5 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ ვანგარიშობდით.

ოქტომბერში, წინასაარჩევნოდ, მოხდა კატასტროფა. ამას მხოლოდ 25 ნოემბერს გაამხელს ეროვნული ბანკი. როგორც აუქციონით, ასევე აუქციონის გარეშე, ჩვენი გაანგარიშებით ( რაშიც თითქმის არასდროს ვცდებით), ეროვნულმა ბანკმა გაყიდა დაახლოებით 600 მილიონი დოლარი. სექტემბერ-ოქტომბრის თვეში სულ 700 მილიონ დოლარამდე რეზერვები დაიკარგა. ამის აღდგენას დასჭირდება წლები.

ესაა “ქართულო ოცნების” დანაშაულებრივი პოლიტიკის მხოლოდ ერთი შედეგი, რომელსაც ხელს ეროვნული ბანკი აფარებს,” – წერს რომან გოცირიძე

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ