რომან გოცირიძე – ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო 3 კომპანიითაა წარმოდგენილი, 1-ელი მაისიდან დღემდე, ამ კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა – ესაა აგენტების რუსული კანონის პირველი ეფექტი

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო 3 კომპანიითაა წარმოდგენილი – 1-ელი მაისიდან დღემდე, ამ კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა, შემცირდა 25%-ით, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, „ესაა აგენტების რუსული კანონის პირველი ეფექტი“.
„ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სამი კომპანიით არის წარმოდგენილი. ესენია: „ ბანკი“, „“ და „საქართველოს კაპიტალი“. პირველი მაისიდან დღემდე, ორი კვირის განმავლობაში, ამ კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა, შემცირდა 25 პროცენტით.
„საქართველოს ბანკის” საბაზრო კაპიტალიზაცია 1 მაისის მდგომარეობით იყო 2.850 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, დღეისათვის კი 2.138 მილიარდია. კლებამ 712 მილიონი სტერლინგი შეადგინა.
„თიბისი ბანკის“ საბაზრო კაპიტალიზაცია 1 მაისის მდგომარეობით იყო 2.179 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, დღეისათვის 1.634 მილიარდია. კლებამ 545 მილიონი სტერლინგი შეადგინა.
საქართველოს კაპიტალის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 მაისის მდგომარეობით იყო 614.4 მილიონი გირვანქა სტერლინგი, დღეისათვის 460.8 მილიონია. კლებამ 153.6 მილიონი სტერლინგი შეადგინა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამივე კომპანიამ დაკარგა 1.4 გირვანქა სტერლინგი (4.7 მილიარდი ლარი).
ესაა აგენტების რუსული კანონის პირველი ეფექტი“, – წერს რომან გოცირიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს