რომან გოცირიძე – თუ გამარჯვება გვინდა, მოგვწონს ერთმანეთი თუ არა, უნდა შეიქმნას დიდი გამარჯვების კოალიცია

ნებისმიერი, ვისაც 1%-იანი რეიტინგი აქვს, ის აუცილებლად ამბობს, როგორ გეკადრებათ, მე აუცილებლად გადავლახავ ბარიერს – 1%-იანი პარტიები ამბობენ, რომ 7 თვის შემდეგ 5-ჯერ გაიზრდებიან, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
რომან გოცირიძის მოსაზრებით, პარტიებიდან: „ახალი“, „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი „გაიწირება“ და ბარიერს ვერ გადალახავს.
„1% უკვე ძალიან დიდია, 20 000 ხმაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პირობებში და სულაც არ ვამბობ კნინობითად, მაგრამ 5% წარმოუდგენლად დიდია. საქართველოში ჩატარებული 10 არჩევნებიდან, ორი იყო უბარიერო, 8 მაღალბარიერიანი არჩევნების პირობებში არასდროს არ მომხდარა ისტორიაში, რომ ოპოზიციის სამზე მეტ წარმომადგენელს გადაელახა ბარიერი. დღეს რეალურად 4 ოპოზიციური 5%-იანი ბარიერის გადამლახავი პარტია ჩანს არენაზე. „ნაციონალური მოძრაობა” 100%-ით გადალახავს და შემდეგ 5%-თან ახლოს არიან გახარიას პარტია, „ლელო“ და სა და ს პარტია. თუ წარსულ გამოცდილებას დავაკვირდებით, რომელიღაც ერთი გაიწირება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძის განმარტებით, ოპოზიციურ პარტიებში შიდა კვლევები ილუზიებს აჩენს და მოსალოდნელ საფრთხეებს ვერ ხედავენ.
„ზოგიერთი ამბობს, რომ „მე 1% მაქვს და თუ ვთქვი, რომ ვერ გადავლახავ ბარიერ, მაშინ ამომრჩეველი გამექცევა, ვიღაცამ მუხტი უნდა მისცეს“. რა თქმა უნდა, პესიმისტური ლოზუნგით არცერთი პარტია არ გადის არჩევნებზე, მაგრამ რაღაც ზღვარიცაა. შიდა კვლევები გამაბრუებელი ეფექტის მომტანია. 30 წელია პოლიტიკაში ვარ, არასდროს არ ყოფილა, რომ შიდა კვლევას რაიმე რეალური სურათი ეჩვენებინა. შიდა კვლევას როცა ჩაატარებ, შემდეგ შედეგები უნდა გაყო 2-ზე ან 3-ზე. კვლევები ილუზიებში აგდებენ, მოსალოდნელ საფრთხეებს ვერ ხედავენ და ამიტომ ვამბობ ამას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძის თქმით, მსხვილი გაერთიანებების გარეშე ოპოზიცია ხელისუფლებას ვერ დაამარცხებს და ვერ შეცვლის, და „თუ გამარჯვება გვინდა, მოგვწონს ერთმანეთი თუ არა, უნდა შეიქმნას ერთი დიდი გამარჯვების კოალიცია“.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი – „შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო“ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი დამფინანსებელია – სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს