რომან გოცირიძე: ეკლესიაში 3 000 მღვდელია, საიდანაც 180 არის სხვა ორიენტაციის, ამ პროპაგანდით უკვე გამოდის 600

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ თავმჯდომარე მ, ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში LGBT პროპაგანდასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ბოლოდროინდელი განცხადებების შეფასებისას მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლების ორიენტაციის შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, აპირებს, ხელისუფლებას ეკლესია აუმხედროს, ვინაიდან, პროპაგანდის თანახმად, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მღვდლების რაოდენობა გაზრდილია.

„ახლა ამათ [ხელისუფლებას] უნდა ავუმხედრო მე ეკლესია. ეკლესიაში 3 000 მღვდელია. 3 000 მღვდლიდან იმას ნიშნავს, რომ 180 არის სხვა ორიენტაციის, ახლა ამ პროპაგანდით უკვე გამოდის 600, წარმოგიდგენია?“ – განაცხადა რომან გოცირიძემ დავით აქუბარდიას გადაცემაში საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ქართული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი

პრემიერი: მე ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები – ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, ბოლო შეხვედრების შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის მზაობა დისკუსიისთვის