„როიტერსის“ ცნობით აშშ უკრაინისგან „გაზპრომის“ გაზსადენზე კონტროლის გადაცემას ითხოვს

პარასკევს ვაშინგტონში უკრაინისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის რესურსების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი დღე გაიმართა. შეხვედრამ დაძაბული ვითარებაში ჩაიარა ვაშინგტონის „მაქსიმალისტური“ მოთხოვნების გამო – იუწყება “როიტერსი” წყაროზე დაყრდნობით.
სააგენტოს წყაროს მიხედვით, დოკუმენტი შეიცავს მოთხოვნას, რომ -ის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას გადაეცეს კონტროლი რუსული კომპანია “გაზპრომის” გაზსადენზე, რომელიც უკრაინის ტერტიტორიის გავლით ევროკავშირში გადის. ამ მილსადენით გაზის ტრანზიტი 2025 წლის 1 იანვარს შეწყდა.
“როიტერსის” ცნობით, შეთანხმების უახლესი პროექტი ითვალისწინებს შეერთებული შტატებისათვის უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის საბადოებზე პრივილეგირებული წვდომის მინიჭებას. დოკუმენტის მიხედვით, კიევმა უკრაინული სახელმწიფო და კერძო კომპანიების მიერ ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციიდან მიღებული მთელი შემოსავალი უნდა მიემართოს შეერთებულ შტატებთან ერთობლივ საინვესტიციო ფონდს. ამასთან, როგორც სააგენტო აღნიშნავს, შეთანხმების პროექტი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს არ შეიცავს.
უკრაინის მთავრობამ დაიქირავა ამერიკულ-ბრიტანული იურიდიული ფირმა Hogan Lovells, რათა კონსულტაცია გაუწიოს შეთანხმების პროექტს.
ფორუმი