დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, მსოფლიო მასშტაბით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) 10 000-ზე მეტი თანამშრომლიდან მხოლოდ 294 დატოვოს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც წყაროებმა „როიტერს“ განუცხადეს, სააგენტოში მხოლოდ 294 თანამშრომელს მიეცემა სამსახურის შენარჩუნების უფლება, მათ შორის მხოლოდ 12-ს აფრიკის ბიუროში და 8-ს აზიის ბიუროში.
ჯი ბრაიან ეტვუდმა, რომელიც USAID-ს ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ პერსონალის მასობრივი გათავისუფლება სააგენტოს ფაქტობრივად გაანადგურებს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/476758826_1025679796270150_7292814142105230998_n-1-sQc4UX-300x188.jpeg)