როთი კობახიძეს: გარწმუნებთ, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება კანონს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი პრემიერმინისტრ ირაკლი ს მიმართავს და ამბობს, რომ ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა რუსულ კანონს ეწინააღმდეგება.
“ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ გერმანიის ელჩმა კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა. მინდა დაგამშვიდოთ, რომ ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება “უცხოელი აგენტების კანონს”. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი. სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებისთვის დემონსტრაციებს მართავენ”- წერს როთი X-ზე.