როვშან მამედოვი: რა მოხდა, პუტინო? ასე განაღვლებს, რომ აზერბაიჯანი ძლიერ სახელმწიფოდ იქცა?

“რა მოხდა, პუტინო? ასე განაღვლებს, რომ აზერბაიჯანი ძლიერ სახელმწიფოდ იქცა? 200 წლის განმავლობაში პირველად მიწები დაიბრუნა, სუვერენიტეტი აღიდგინა, საკუთარ ინტერესებს იცავს, პრინციპულ პოლიტიკას მიჰყვება და ალიევს მსოფლიო დონეზე ლიდერად აღიარებენ?
გვესმის – თქვენ მიჩვეული ხართ იმ ხალხზე ბატონობას, ვინც რუსეთმა ძალით შეიყვანა თავის შემადგენლობაში. ცარიზმის დროს თუ საბჭოთა პერიოდში რუსი ხალხი უმაღლეს რასად მიიჩნეოდა; აზერბაიჯანელები, უზბეკები, ყაზახები, ყირგიზები, თურქმენები და სხვა ხალხები კი ყოველთვის მეორე კლასის ხალხად მიიჩნეოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ იმპერია დავიწყებას მიეცა, აზროვნება არ შეცვლილა – ის არსებობას განაგრძობს.
წარსულში სტალინი НКВД-თი თავებს აცლიდა; ახლა პუტინი ომონის მეშვეობით განსხვავებულ აზრს ახშობს. როგორც ამბობენ, 37-ე წელი გრძელდება, მაგრამ უფრო სასტიკი და სერიოზული. მაგრამ კრემლში, და თავად პუტინს, ესმით, რომ ახლა არა 37, არამედ 2025 წელია და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები უკვე 30 წელია დამოუკიდებლები არიან? ესმით, რომ ისტორია არაფერს ივიწყებს? არც სტალინის რეპრესიებს, როცა აზერბაიჯანელ მოაზროვნეებს თავებს აჭრიდნენ, არც 20 იანვრის მოვლენებს, არც ხოჯალის გენოციდს, არც აზერბაიჯანული მიწების ოკუპაციასა და 30 წლის განმავლობაში ოკუპაციის ქვეშ ყოფნას – ეს ყველაფერი ხალხმა ზედაპირზე სომხეთის გამო გამოიარეს, მაგრამ რეალურად ს ხელები იყო.
დიახ, ზუსტად რუსეთის ხელებითა და მისი მონაწილეობით – რუსეთმა 30 წლის განმავლობაში არ დაუშვა მის მიერვე შექმნილი ყარაბაღის პრობლემის აღმოფხვრა, რაც გვაწამებდა, ჩვენი ყარაბაღის ტკივილზე, ნერვებზე და ეროვნულ სიამაყეზე თამაშობდა. ახლა, როცა პრობლემა მოგვარებულია, [რუსეთი] აზერბაიჯანელებს ძალას აჩვენებს”
– ამბობს აზერბაიჯანის სამთავრობო მედიის, AZTV-ის წამყვანი, როვშან მამედოვი.
ცნობისთვის, 29 ივნისს აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ რუსული კულტურული ღონისძიებები გააუქმა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ჩატარებული პოლიციის რეიდების დროს ეთნიკური აზერბაიჯანელების სავარაუდო მკვლელობამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია