როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ფარისევლურ ქმედებებზე, რასაც ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან ვაჭრობა ჰქვია, რადიკალები გაჰყვიროდნენ, რომ ეს პროპაგანდაა – ჩვენ მოგვიწოდებდნენ ეკონომიკური და სამხედრო ავანტურისკენ და თავად ასე იქცეოდნენ

როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ფარისევლურ ქმედებებზე, რასაც ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან ვაჭრობა ჰქვია, რადიკალები გაჰყვიროდნენ, რომ ეს პროპაგანდაა – ჩვენ მოგვიწოდებდნენ ეკონომიკური და სამხედრო ავანტურისკენ და თავად ასე იქცეოდნენ
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარია სტენერგარდის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ევროკავშირმა რუსეთს ენერგიისა და ნავთობის იმპორტისთვის 142 მილიარდი დოლარით მეტი გადაუხადა, ვიდრე ს გამოუყო ს შეჭრის დაწყებიდან დღემდე.
შარმანაშვილის შეფასებით, როდესაც მმართველი გუნდი საუბრობდა ამგვარ ფარისევლურ ქმედებებზე ევროკავშირის მხრიდან, რადიკალები ამას პროპაგანდას უწოდებდნენ.
“როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ამ ფარისევლურ ქმედებებზე, რასაც ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან ვაჭრობა ქვია, რადიკალები გაჰყვიროდნენ, რომ ეს პროპაგანდაა. ჩვენ მოგვიწოდებდნენ ეკონომიკური და სამხედრო ავანტურისკენ და თავად ასე იქცეოდნენ. ახლა იძულებულები არიან,თვითონ ისაუბრონ ამ რიცხვებზე,” – წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით. იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი