როდესაც შეფასება ხდება საერთაშორისო ავტორიტარული ორგანიზების მხრიდან, საქართველო არის უპირობო ლიდერი, მაგრამ როგორც კი შეფასებაში ერთვება ქართული NGO, ქვეყანა ბულინგის ობიექტი ხდება –

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი კვლავ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არასამთავრობო სექტორის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ მუდმივად არაეროვნული და ანტისახელმწიფოებრივია.
“როდესაც საქართველოს შეფასება ხდება საერთაშორისო ავტორიტარული ორგანიზაციების მხრიდან, საქართველო არის უპირობო ლიდერი, მაგრამ, როგორც კი შეფასებაში ერთვება ქართული NGO, მაშინვე საქართველო ბულინგის ობიექტი ხდება.
მათი დამოკიდებულება ძალიან მერკანტილურია, მათ უნდათ გაამართლონ ის, რისთვისაც იღებენ თანხებს, რომ არიან კრიტიკულები და ამიტომ არ უნდა შეუწყდეთ დაფინანსება. ვიცოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ იქნება მუდმივად არაეროვნული და არასახელმწიფოებრივი”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამასთან, “ქართული ოცნების” წევრების შეფასებით, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციასთან და უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის საბოტაჟს ცდილობს და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი მესამე სექტორის გარე დამკვეთებზეც საუბრობს. რატი იონათამიშვილის შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის კვლევა აჩვენებს, რომ ეს არის ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება და არასამთავრობო სექტორი იმ პოლიტიკური ჯგუფის ნაწილია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ეწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს