“როდესაც უსამართლოდ უშვებენ, იმ ადგილას ღირსეული არ დადგებოდა” – ნინო ქათამაძე

მომღერალი ნინო ქათამაძე გიორგი კეკელიძის ბიბლიოთეკი დირექტორობიდან გათავისუფლებას ეხმაურება და ტვ პირველთან ამბობს:
1500-ზე მეტ სოფელშია ნამყოფი გიორგი კეკელიძე. მასთან ერთად მეც ვიყავი მთიან აჭარაში. არასდროს არ დამავიწყდება იმ ადამიანის თვალები. არა მარტო კომპიუტერები, წიგნები, ძალიან ბევრ რამეს აკეთებს აბსოლუტურად მთელი გულით და ზუსტად იცის, რომ კიდევ ბევრი რამ უნდა გააკეთოს. რა დაგვიცავს აწი ჩვენ და რა არის გარანტი იმისა, რომ შენ გახდები პროფესიონალი და უმიზეზოდ არ დაგატოვებინებენ პროფესიის და დატოვებენ ცხოვრების გარეშე. როდესაც უსამართლოდ უშვებენ სამსახურიდან, იმ ადგილას ღირსეული არ დადგებოდა. მე ასე მგონია”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში