როდესაც საქმე ეხება საქართველოს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელოთ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან ჩართულობა

როდესაც საქმე ეხება საქართველოს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელოთ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან ჩართულობა, – განაცხადა -ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.
ვედანტ პატელმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს კითხვას უპასუხა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.
„საქართველო არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომლებიც გვინდა პრიორიტეტად ვაქციოთ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.
მან ასევე ისაუბრა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და აღნიშნა, რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას.
„ჩვენ ჯერ კიდევ მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია ჩართულობა და არსებობს სხვა საკითხები, რომლებსაც მათთან აუცილებლად განვიხილავთ“, – დასძინა მან.
Previous: საქართველოს -ს თანამშრომლები უეფა-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებაში მონაწილეობდნენ

ასევე დაგაინტერესებთ

ეუთოს რეზოლუცია და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ და მთლიანად სახელისუფლებო გუნდი, ამ ბრძოლაშიც მარტოა, ყოველგვარი ოპოზიციური სპექტრის გარეშე