დარჩიაშვილი: როდესაც საუბარია ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ბიზნესურთიერთობებზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია …

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „იმედის კვირაში“ ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი იყო, არის და იქნება მომავალშიც რაც შეიძლება მეტი პარტნიორი ქვეყანა ჰყავდეს და მოიხსნას ბარიერები, რომელიც პოტენციურად ხელს შეიძლება უშლიდეს საქართველოს მოქალაქეებს.
„საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ უვიზო მიმოსვლაზე, რაც დამატებითი იმპულსი იქნება ორმხრივ ურთიერთობებში. ეს ემსახურება ჩვენი ხალხის ინტერესებს. როდესაც საუბარია ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ბიზნესურთიერთობებზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილების თვალსაზრისით ჩვენს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ მეტი ბარიერები. აქ არამარტო მსხვილ ბიზნესზეა საუბარი, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესზეც. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი იყო, არის და იქნება მომავალშიც რაც შეიძლება მეტი პარტნიორი ქვეყანა გვყავდეს, რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა არსებობდეს ორმხრივ ფორმატებში სხვადასხვა ქვეყანასთან და გავზარდოთ არეალი იმ ქვეყნების, სადაც უფრო დავახლოვდებით პოლიტიკურად და მოვხსნით იმ ბარიერებს, რომელიც პოტენციურად შეიძლება ხელს უშლიდეს ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას

გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს