როდესაც საგამოძიებო კომისიაზე არ მიდიხარ, ეს არის მძიმე სამართალდარღვევა, არის არაერთი ევროპული ქვეყანა, სადაც სანქცია არის კიდევ უფრო მკაცრი – „დიფ სთეითი საერთოდ არ ღელავს თავისი აგენტების ბედზე, მათ ხანდახან ურჩევნიათ კიდეც, ციხეში ჰყავდეთ საკუთარი აგენტები

როდესაც საგამოძიებო კომისიაზე არ მიდიხარ, ეს არის მძიმე სამართალდარღვევა, არის არაერთი ევროპული ქვეყანა, სადაც სანქცია არის კიდევ უფრო მკაცრი – „დიფ სთეითი საერთოდ არ ღელავს თავისი აგენტების ბედზე, მათ ხანდახან ურჩევნიათ კიდეც, ციხეში ჰყავდეთ საკუთარი აგენტები
საპარლამენტო გამოძიება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. შესაბამისად, როდესაც უპატივცემულობა არის გამოხატული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიმართ, ამას ნებისმიერ ქვეყანაში უპირისპირდება სათანადო სანქციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს სანქციები ბევრ ქვეყანაში არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე საქართველოში.
„საპარლამენტო გამოძიება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. შესაბამისად, როდესაც უპატივცემულობა არის გამოხატული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიმართ, ამას ნებისმიერ ქვეყანაში უპირისპირდება სათანადო სანქციები. ეს სანქციები ბევრ ქვეყანაში არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ჩვენს შემთხვევაში. ჩვენთან მაქსიმალური სასჯელი არის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. როდესაც საგამოძიებო კომისიაზე არ მიდიხარ, ეს არის მძიმე სამართალდარღვევა თავისი შინაარსით შესაბამისად, მას აქვს დანაშაულის კვალიფიკაცია. არის არაერთი ევროპული ქვეყანა, სადაც სანქცია არის კიდევ უფრო მკაცრი ასეთ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით. ჩვენს შემთხვევაში არის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. „დიფ სთეითი საერთოდ არ ღელავს თავისი აგენტების ბედზე. მათ ხანდახან ურჩევნიათ კიდეც, ციხეში ჰყავდეთ საკუთარი აგენტები – ეს ძალიან ტრაგიკული და სამწუხარო მოვლენაა“, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას ხელმძღვანელობით, გაეროს საჯარო სერვისების ფორუმში მონაწილეობს

ასევე დაგაინტერესებთ

ვისაც სჯერა რომ გეკა გელაძე ან მამუკა მდინარაძე პირადი შურისძიების გამო ვინმეს დაიჭერს უვიცია ან ხელოვნური პოლიტიკური დაკვეთით წერს ასეთ სისულელეს. კანონის მოთხოვნათა არ დაცვა, ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით არის დასჯადი

მანჩო გიორგობიანმა დანაშაულის შემდეგ წინასწარ დაწერა ზღაპარი ფეისბუქზე, ფეიკ ალიბი, როცა მიხვდა რომ დაიჭერდნენ მომხდარის გამო, რათა შემდეგ ემტკიცებინა, რომ შს მინისტრის ლანძღვის გამო დაიჭირეს და არა დანაშაულის

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს საჯარო ფიგურა თუ რიგითი მოქალაქე – როცა ადამიანი არღვევს კანონებს, ვალდებულია აგოს პასუხი და ვერავითარი პოლიტიკური სპეკულაცია ვერ გადაარჩენს

თუ ვინმეს აქვს ოპოზიციაში იმის ილუზია, რომ საქართველოსთვის ეპოქალურ, 7 მილიარდიან ინვესტიციას იაფი პროპაგანდით ჩააგდებს და შემდეგ ვიგინდარა ვარლამ გოლეთიანივით შერჩება ეს ავანტიურა – ძალიან ცდება!