როდესაც რიკარდ იოზვიაკის სია იწყება იტალიით, უნდა ვივარაუდოთ, რომ წონადი ქვეყნები ერთ ჭკუაზე არიან

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის სტატიას, სადაც ის წერს, რომ დაახლოებით რვა სახელმწიფომ, იტალიის ხელმძღვანელობით, წინააღმდეგობა გამოთქვა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მთელ მოსახლეობას დააზარალებს, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ როდესაც რიკარდ იოზვიაკის სია იწყება იტალიით, უნდა ვივარაუდოთ, რომ წონადი ქვეყნები ერთ ჭკუაზე არიან.
ექსპერტის თქმით, იქ სადაც რვა ქვეყანა უარს აცხადებს საქართველოს მოსახლეობის დასჯაზე, როგორც მინიმუმ რვა ქვეყანა გამოჩნდება, რომელიც თავს შეიკავებს საკითხის გადაწყვეტაზე და საკითხს მხარს დაუჭერს ისეთი ოდიოზური ქვეყნები, როგორიცაა ბალტიისპირეთი, პოლონეთი, შესაძლოა საფრანგეთი და სკანდინავიის ქვეყნების ერთ-ერთი წარმომადგენელი. „რიკარდ იოზვიაკი ცნობილია, როგორც , რომელსაც ყოველ ჯერზე კულუარებიდან სწორი და სიმართლესთან მიახლოებული ინფორმაცია გამოაქვს. რადგან მისი ინფორმაცია ლოგიკასთან ახლოა, ჩვენ უფლება არ გვაქვს მას არ დავუჯეროთ.
დარწმუნებული ვარ, რომ იქ სადაც რვა ქვეყანა ცალსახად უარს აცხადებს საქართველოს მოსახლეობის უსამართლო დასჯაზე, როგორც მინიმუმ რვა ქვეყანა გამოჩნდება, რომელიც საკითხის გადაწყვეტაზე ალბათ უფრო თავს შეიკავებს და საკითხს მხარს დაუჭერს ისეთი ოდიოზური ქვეყნები, როგორიც არის ბალტიისპირეთი, პოლონეთი, შესაძლოა საფრანგეთი და სკანდინავიის ქვეყნების ერთ-ერთი წარმომადგენელი. თუმცა, საქმე იმაშია, რომ წმინდა ტექნიკურად მნიშვნელობა არ აქვს რაოდენობრივად 27 წევრი ქვეყნიდან, 17 დაუჭერს მხარს თუ შვიდი. ევროკავშირის წესდების თანახმად, ჯამური მოსახლეობა ამ ქვეყნებისა უნდა აღწევდეს 65%, მთლიანად ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მოსახლეობის ოდენობიდან. როდესაც რიკარდ იოზვიაკის სია იწყება იტალიით, რომელიც არ არის მილიონ ნახევრიანი , უნდა ვივარაუდოთ, რომ წონადი ქვეყნები ერთ ჭკუაზე არიან. ვფიქრობ, რომ არამარტო რიკარდ იოზვიაკმა გაიგო ეს ყველაფერი. გაიგეს, იმ ადამიანებმა და ძალებმა, რომლებიც დღეს ქმნიან ე.წ. ოპოზიციური ფლანგის რაღაცა მესიჯბოქს,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა