როდესაც პოლიტიკოსს ამბიცია ან სურვილი აქვს, ხელისუფლებას წარმოადგენდეს, ფრთხილად უნდა ვიყოთ შეფასებებში –

აღიარებს თუ არა ერთიანი ჩინეთის პრინციპს პარტია “ლელო” – კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საჯარო დოკუმენტებით დადასტურდა, რომ ს სამოქალაქო იდეა ტაივანური ფონდიდან ფინანსდება. ეს ფონდი კი, თავის მხრივ, ტაივანის პოლიტიკური ლიდერის მიერ არის დაფინანსებული. სამოქალაქო იდეის საქმიანობაში “ლელოს” წევრი, დავით უსუფაშვილიც მონაწილეობს.
მმართველი გუნდის შეფასებით, “ლელო”, რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით, ცდილობს, ურთიერთობა გააფუჭოს ჩინეთთან, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ განცხადებების გაკეთებამდე ყველა პოლიტიკოსი ფრთხილი უნდა იყოს.
“ეს ძალიან სახიფათო თემებია, პირდაპირ ვამბობ… შეიძლება, რისკის ქვეშ აყენებდეს ჩვენი ქვეყნის მთავარ ინტერესს – მაგალითად, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას.
როდესაც პოლიტიკოსს ამბიცია აქვს ან სურვილი აქვს, ხელისუფლებას წარმოადგენდეს, ფრთხილად უნდა ვიყოთ შეფასებებში,” – აცხადებს სარჯველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს