“როდესაც ნაკლებს თამაშობ, ასეთი შეცდომები მოსალოდნელია” – ანდრეა რანოკიამ კიმ მინ-ჯე დაიცვა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ბაიერნმა” “რეალს” უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. “რეკორდმაისტერის” ცენტრალურმა მცველმა კიმ მინ-ჯემ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, რის გამოც გერმანული პრესისგან კრიტიკა დაიმსახურა.
“ინტერის” ყოფილმა მცველმა ანდრეა რანოკიამ სამხრეთკორეელი დაიცვა.
“როდესაც ასე ცოტას თამაშობ, ასეთი შეცდომები მოსალოდნელია. საერთო ჯამში, მას კარგი მატჩი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ სერიოზული შეცდომა დაუშვა.
პირველი გოლის ეპიზოდი? როდესაც მაღალი დონის შემტევების წინააღმდეგ გიწევს თამაში, სივრცეები არ უნდა დაუტოვო. სამწუხაროდ, კიმს ეს არ გამოუვიდა”, – განაცხადა რანოკიამ Mediaset-თან ინტერვიუში.