როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვახსენებთ, იგულისხმება „ლელოც“ – მათი რესურსი იმ ორბიტაზეა გადანაწილებული, რომელზეც მოძრაობს „ლელოც“ –

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, როდესაც კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” ახსენებს, მასში “ლელოსაც” გულისხმობს, რადგან, მისი შეფასებით, ეს ორი პარტია ერთ სივრცეში უნდა იყოს განხილული.
ლობისტ როზნერის შესახებ დასმული კითხვის პასუხად, ვოლსკი ამბობს, რომ, როგორც ჩანს, “ლელომ” დახმარება “ნაციონალურ მოძრაობას” სთხოვა, რაზეც თანხმობა იყო.
“როზნერის თემა ადასტურებს იმას, რომ პიარტექნოლოგიები, პიარკომპანია და ექსპერტები, რომლებიც “ნაცმოძრაობას” ჰყავდა მოზიდული, იგივე რესურსია, რაც “ნაცმოძრაობის” მხრიდან “ლელოს” აქვს მიცემული. როგორც ჩანს, დახმარება მათ სთხოვეს და მათაც არ დააყოვნეს. საუბარია, “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთ ფრთაზე, რაც არ უნდა ილაპარაკოს “ლელოს” ლიდერშიფმა, რომ ისინი სხვა პლატფორმაზე დგანან და სხვა იდეოლოგიით არიან აღჭურვილები. “ლელო” როზნერამდე გზას “ნაცმოძრაობის” გარეშე გაიგნებდა თუ არა? – ფაქტია, რომ “ნაცმოძრაობის” რესურსი “ლელოს” ემსახურება. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მათი რესურსი გადანაწილებულია იმ ორბიტაზე, რომელზეც მოძრაობს “ლელოც”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა