უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე კალაძის სიტყვებს ეხმაურება, რომ ის 20%-იანი მერი არ არის:
,,როდესაც კალაძეს ეუბნებიან – თბილისის ამომრჩევლის ხმების მხოლოდ 20% აიღეო, არასწორია. თბილისში 2024 წლის არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 1031143 ამომრჩეველი (წესით არსებითად არ შეიცვლებოდა).
კალაძემ ცესკოს მონაცემებით 214872 ხმა აქვს, რაც საერთო ამომრჩველის 20.84%-ია.
შესაბამისად, თუ ამ რიცხვს დავამრგვალებთ, გამოვა 21% და არა 20%. ალბათ ამიტომ დაუწუნა ჟურნალისტს შეკითხვა და მოუწოდა მათემატიკის სწავლისკენ ქოცების მათემატიკოსმა.
ცნობისთვის, 2024 წლის არჩევნებზე, ცესკოსვე მონაცემებით, ქართულ ოცნებას თბილისში 263135 ხმა უწერია, რაც 48263-ით მეტია კალაძის “შედეგზე”.
