“როდესაც თავისუფალი სამყარო ყოყმანობს, სწორედ მაშინ ზეიმობს დიქტატურა და ეს ყველაზე საშიში ამბიციებია” – უკრაინის პრეზიდენტი შტატებშია

უკრაინის პრეზიდენტი შტატებშია. ზელენსკი სამხედრო-სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და ევროპის თავდაცვის ჰაბის შექმნის იდეაზე ისაუბრა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკის განცხადებით, ასეთი კერა უკრაინის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს, რადგან ქვეყანას ომის შედეგად შეძენილი დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს.
უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მზადაა იდეის განსახორციელებლად, ასევე სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად და ბიუროკრატიული პროცედურების გასამარტივებლად.
ზელენსკი თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსაც შეხვდა. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ კვლავ შეუძლია დაეყრდნოს ამერიკას და მოუწოდა კონგრესს, არ ითამაშონ პუტინის სასარგებლოდ.
“მთელი მსოფლიო გვიყურებს და აკვირდება, რა ბედი ელის სხვა თავისუფალ ერებს, იცხოვრონ თავისუფლად ან იყვნენ მორჩილებაში. არ დანებებულა და არც დანებდება. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ. ასევე, უკრაინაც იმედოვნებს, რომ თქვენი იმედი შეგვიძლია რომ გვქონდეს. როდესაც თავისუფალი სამყარო ყოყმანობს, სწორედ მაშინ ზეიმობს დიქტატურა და ეს ყველაზე საშიში ამბიციებია. მნიშვნელოვანია, პოლიტიკამ არ უღალატოს ჯარისკაცებს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ამერიკა თავისუფლების დაცვაში უკან არ დაიხევს.
“ამერიკის ვალდებულება უკრაინის მხარდასაჭერად და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ურყევია. ჩვენ ყველამ უნდა გადავწყვიტოთ, სად ვიდგებით. მზად ვართ, დავეხმაროთ უკრაინას თავისი ტერიტორიისა და მოქალაქეების დასაცავად ბრძოლაში. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, შევაკავოთ ნებისმიერი შემდგომი აგრესიისგან, მათ შორის – ნატოს მოკავშირეების წინააღმდეგ. ჩვენ გადავწყვიტეთ ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ამერიკა თავისუფლების დაცვაში უკან არ დაიხევს”, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს