როდესაც გავლენიანი გლობალური მედიასაშუალება ავრცელებს განცხადებას, რომელიც რეალურად არ უთქვამს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, საქმე გვაქვს არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ დამკვეთის ნარატივის გავრცელების მცდელობასთან

როდესაც გავლენიანი გლობალური მედიასაშუალება ავრცელებს განცხადებას, რომელიც რეალურად არ უთქვამს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, საქმე გვაქვს არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ დამკვეთის ნარატივის გავრცელების მცდელობასთან
Reuters-ის შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროპაში მიმდინარე ომის შეუფერხებლად გაგრძელებას აქვს როგორც სამხედრო ასევე მძლავრი მედია-მხარდაჭერა. როდესაც გავლენიანი გლობალური მედიასაშუალება ავრცელებს განცხადებას, რომელიც რეალურად არ უთქვამს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, საქმე გვაქვს არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ დამკვეთის ნარატივის გავრცელების მცდელობასთან – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში, ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის, პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც ტულსი გაბარდმა უარყო სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია -ის დაზვერვის შეფასებებთან დაკავშირებით – ვლადიმირ პუტინის მიზნებზე უკრაინის წინააღმდეგ ომში.
მისი შეფასებით, Reuters-ის მიერ გავრცელებული სიცრუის შემდეგ, დასავლური მედიის მიერ საქართველოს მთავრობის მიმართ გამოყენებული მიკერძოებული და დისკრედიტაციული მიდგომა გასაკვირი არ არის და ნათლად ჩანს რომ დასავლურ მედიას სიცრუის გავრცელების გამო მორალური დილემა არ აქვს, რადგან ისინი ამით პატრონების პოლიტიკურ კურს ატარებენ.
„ Reuters-ის შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროპაში მიმდინარე ომის შეუფერხებლად გაგრძელებას აქვს როგორც სამხედრო ასევე მძლავრი მედია-მხარდაჭერა. როდესაც გავლენიანი გლობალური მედიასაშუალება ავრცელებს განცხადებას, რომელიც რეალურად არ უთქვამს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, საქმე გვაქვს არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ დამკვეთის ნარატივის გავრცელების მცდელობასთან.
მსგავსი პრაქტიკა ომის გაგრძელების ლეგიტიმაციას, შეთანხმებისკენ მიმავალი პროცესების დისკრედიტაციას და იმ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერას ემსახურება, რომელთათვისაც კონფლიქტის შეწყვეტა სტრატეგიულად არახელსაყრელია. Reuters-ის მიერ გავრცელებული სიცრუის შემდეგ, დასავლური მედიის მიერ საქართველოს მთავრობის მიმართ გამოყენებული მიკერძოებული და დისკრედიტაციული მიდგომა გასაკვირი არ არის და ნათლად ჩანს რომ დასავლურ მედიას სიცრუის გავრცელების გამო მორალური დილემა არ აქვს, რადგან ისინი ამით პატრონების პოლიტიკურ კურს ატარებენ და საინფორმაციო ზეწოლას ახორციელებენ.“ – წერს ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა