როგორ შეძლო ექსპრემიერის მამამ გაკოტრებული ბიზნესის აყვავება – რას ამბობს კალაძე

“ოცნების” გენერალური მდივანი ამტკიცებს, რომ კარგი მენეჯერული უნარების ქონის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ერთ წელიწადში გაკოტრებული ბიზნესი ააყვავო და მილიონები იშოვო. საქმე ეხება ყოფილი პრემიერის განცხადებას, რომელმაც აღიარა, რომ მამამისი მილიონიანი ბიზნესის მფლობელია.
ირწმუნება, რომ ღარიბაშილთან მიმართებაში კითხვები არ არსებობს და მას ყველაფერი დეკლარაციაში აქვს ასახული.
ადამიანი თუ ბიზნესშია, ამაში ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია, როგორ წარმართავ ბიზნესს და როგორ განახორციელებ სხვადასხვა ქმედებებს. ის, რომ გაკოტრებული კომპანია შეიძინა და შემდეგ გამოასწორა სიტუაცია, რავიცი, შეიძლება უფრო მალეც იყოს შესაძლებელი. მნიშვნელოვანია თუ როგორ მენეჯმენტს წარმართავ. მე არ ვიცი თუნდაც ირაკლის ოჯახის ფინანსური საქმე, ის იყო მაღალი თანამდებობის პირი და ყველაფერი აქვს ნაჩვენები ირაკლის დეკლარაციაში. მემგონი, ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს, – ამბობს კალაძე. ტვპირველი

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ხუციშვილი: 2007 წლიდან, როცა ქვეყანა საერთაშორისო ბანკს შეუერთდა, მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ, ჩვენ უკვე გავხდით აზიის განვითარების ფონდის დონორი, ამიტომ ეს განსაკუთრებულ როლს გვანიჭებს

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!