როგორ შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ ბოჭორიშვილი, რუსული მმართველობის წევრი, საერთაშორისო იზოლაციის რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს? – მელია

როგორ შეიძლება თეორიულად იმის წარმოდგენა, რომ მაკა ბოჭორიშვილი, რუსული მმართველობის წევრი, საერთაშორისო იზოლაციის რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს? – გამორიცხულია, აღნიშნულზე საუბარიც უხერხულია, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, მ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა.
ნიკა მელიას განცხადებით, ვინც არ უნდა დაინიშნოს არალეგიტიმური ხელისუფლების რომელიმე მინისტრად, საერთაშორისო იზოლაცია მხოლოდ გაღრმავდება.
„როგორ შეიძლება თეორიულად იმის წარმოდგენა, რომ მაკა ბოჭორიშვილი, რუსული მმართველობის წევრი, საერთაშორისო იზოლაციის რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს? გამორიცხულია, აღნიშნულზე საუბარიც უხერხულია. ვინც არ უნდა დაინიშნოს არალეგიტიმური ხელისუფლების რომელიმე მინისტრად, საერთაშორისო იზოლაცია მხოლოდ გაღრმავდება. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოიშალოს ეს რეჟიმი, რათა იძულებულები გახდნენ, რომ ახალი ჩაინიშნოს. მანამდე ვარყიოთ, ვარყიოთ, ვარყიოთ, მოძრაობა ცვლილებებისთვის“, – აღნიშნა მელიამ.
რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე პროცესებს, მელიამ განმარტა, რომ „ეს არ არის პარლამენტი, არამედ ეს არის სანოტარო ბიურო“.
„პარლამენტში შესული ხალხი არ ასახავდა და არც მომავალში აპირებს ასახოს ქართველი ხალხის ინტერესი. რაც შიგნით და გარეთ ხდება, ეს დაპირისპირება გაგრძელდება მანამ, სანამ გარეთ მყოფი ხალხი არ დავამარცხებთ შიგნით თვითმარქვია, ე.წ. ხელისუფლებას. ეს არის მიზანია. როდის იქნება ეს? – ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ყოველდღიური ბრძოლა. ეს ხალხი არც აპირებს პრეტენზია ჰქონდეთ განვითარებულ სახელმწიფოზე, მრავალფეროვნებაზე, ევროპულობასა და კოალიციურ მმართველობაზე“, – აღნიშნა მელიამ.
ამასთან, მან პარლამენტის თავმჯდომარის ის განცხადებაც შეაფასა, სადაც ის აღნიშნავს, რომ „სპორტულ აფერისტობასთან გვაქვს საქმე“ ოპოზიციის მხრიდან და ვნახავთ, „შალვა ნათელაშვილივით როგორ მოიქცევა ზოგიერთი”.
„მთელი ცხოვრება რომ იცხოვროს, შალვა ნათელაშვილთან ახლოს ვერასდროს მივა პაპუაშვილი. მეორე – თუ აუცილებელია კიდევ დაწერა, დაიწერება განცხადებები“,- აღნიშნა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები