როგორ შეიძლება ენდო ადამიანს, რომელმაც კარიერის პიკში მყოფმა უღალატა საკუთარ გუნდს – ნინო ფოჩხუა გახარიაზე

როგორ შეიძლება ენდო ადამიანს, რომელმაც კარიერის პიკში მყოფმა უღალატა საკუთარ გუნდს – ნინო ფოჩხუა გახარიაზე
ექსპერტი ნინო ფოჩხუა „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ მათთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური პარტია „ლელოა“.
ექსპერტის თქმით, ქართველი ამომრჩეველი ძალიან მგრძნობიარეა, იმდენმა რამ გადაიარა მის თავზე, რომ კარგად ხვდება სად არის გულწრფელი პოლიტიკოსი და სად არა და გახარიას შემთხვევა ამის კარგი მაგალითია.
„ქართველი ამომრჩეველი ძალიან მგრძნობიარეა, იმდენმა რამ გადაიარა მის თავზე, რომ კარგად ხვდება სად არის გულწრფელი პოლიტიკოსი და სად არა. გახარიას შემთხვევა ამის კარგი მაგალითია. როგორ შეიძლება ენდო ადამიანს, რომელმაც კარიერის პიკში მყოფმა უღალატა საკუთარ გუნდს, იმ გუნდს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მის კარიერულ წინსვლაში, როგორ შეიძლება ენდო ადამიანს, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტრად აღიქვამდა და მიღებული და არმიღებული ეპითეტებით ამკობდა მას. ამჟამად რა ხდება, აპატიეს ერთმანეთს ძველი წყენები, გაერთიანებას აპირებენ? აბა არ არის ეს უთავმოყვარეობის პიკი? თუმცა ისინი ხომ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან, მიიღეს დავალება და დავალება აგენტმა უნდა შეასრულოს, ასე იყო ადრეც და ასეა ეხლაც, მაგრამ ვერც ამ გაერთიანებას ექნება პოლიტიკური მომავალი, რადგან არ არის გულწრფელი, მათ მხოლოდ ერთი მიზანი აერთიანებთ, როგორმე ჩამოშალონ სახელმწიფო და მოვიდნენ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა ყველა ხერხის გამოყენებით“– წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
Next: შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის პუტინის მონაწილეობა შესაძლებელი იქნებაო. სტოლტენბერგმა კი, არავითარი მოლაპარაკება, ომი გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი არ დამარცხდებაო- რომელს დავუჯეროთ?