ეზოს იდეალური დიზაინი ხარისხიანი სამშენებლო მასალების: მყარი სამშენებლო ბლოკის, ვიბროპრესირებული ეზოს ფილებისა და გამძლე ბორდიურის ერთობლიობით იქმნება. სწორი არჩევანი ამ მასალების ყინვაგამძლეობაზე, გეომეტრიულ სიზუსტესა და ექსტერიერის სტილისტურ თანხვედრაზე გადის, რაც საბოლოო ჯამში სივრცის ვიზუალურ სრულყოფილებას განაპირობებს.
სამშენებლო ბლოკი: სიმტკიცე და ვიზუალური აქცენტები ექსტერიერში
ნებისმიერი მყარი კონსტრუქციის საფუძველი ხარისხიანი სამშენებლო ბლოკია, რომლის შერჩევისას ყურადღება მის სიმკვრივესა და თერმოიზოლაციურ თვისებებს უნდა მიექცეს. თანამედროვე ეზოს დიზაინი ხშირად ითვალისწინებს ბლოკის გამოყენებას არა მხოლოდ შენობის მზიდი კედლებისთვის, არამედ დეკორატიული ღობეებისა და დამხმარე ნაგებობებისთვის. ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე ხშირად გამოყოფენ კომპანია „ლეგის’’ პროდუქციას, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით იწარმოება.
წარმოების ეს მეთოდი პირდაპირ აისახება მასალის ეკოლოგიურობასა და ცეცხლგამძლეობაზე. ზუსტი პარამეტრებისა და სიმტკიცის წყალობით, ნაგებობა თავისუფლად უძლებს რთულ კლიმატურ პირობებს, იქნება ეს მაღალი ტენიანობა თუ ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა. საბოლოო ჯამში, სწორად შერჩეული სამშენებლო ბლოკი მფლობელებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ენერგოეფექტური და საიმედო კონსტრუქცია, რაც ნებისმიერი გარე სივრცის დაგეგმარებისას უმთავრესია.
ეზოს ფილები – ექსტერიერის ხასიათი და გამძლეობა
ეზოს დიზაინი წარმოუდგენელია სწორად შერჩეული ფილის გარეშე, რომელიც ყოველდღიურად ყველაზე დიდ ფიზიკურ დატვირთვას უძლებს. გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ვიზუალური მხარე საკმარისი არ არის, ხარისხიანი ფილა წყალს პრაქტიკულად არ იწოვს. სწორედ ეს თვისება იცავს მასალას ზამთარში დაზიანებისგან და შესაბამისად, პირვანდელ სიმტკიცესაც წლების განმავლობაში ინარჩუნებს.
ეს მასალა დიზაინერებს საშუალებას აძლევს, ეზოში სხვადასხვა ორნამენტები და ფერადი აქცენტები შექმნან. „ლეგის’’ ასორტიმენტში არსებული ფერებისა და დიზაინის მრავალფეროვნება სრულ შემოქმედებით თავისუფლებას იძლევა – იქნება ეს კლასიკური ნაცრისფერი ტონები თუ ბუნებრივი ქვის იმიტაცია. მთავარია, რომ შერჩეული სამშენებლო მასალები სახლის არქიტექტურას ერწყმოდეს და ერთიან სტილს ქმნიდეს, ამასთანავე პრაქტიკული იყოს როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ისე ავტომობილის სავალი ნაწილისთვის.
ლანდშაფტის გამყოფი ხაზი და კონსტრუქციული საყრდენი
ეზოს ფილების დაგებისას აუცილებელი კომპონენტია ბორდიური, რომელიც სივრცეს მოწესრიგებულ იერს სძენს. ზოგადად, ეზოს სრულყოფილი დიზაინი არ არსებობს მკაფიო კონტურების გარეშე, რაც ბილიკებისა და მწვანე ზონების გამიჯვნას გულისხმობს. ამ შემთხვევაში ეს ელემენტი ერთგვარი ჩარჩოს ფუნქციას ასრულებს – ის მყარად აფიქსირებს ფილებს, არ აძლევს მათ გადაადგილების საშუალებას და მთლიან საფარს სტაბილურობას ჰმატებს.
ბორდიური ასევე საუკეთესო საშუალებაა ეზოში სისუფთავის შესანარჩუნებლად. ის ბარიერივით მუშაობს და წვიმის დროს ატალახებული მიწის ბილიკებზე ჩამორეცხვას უშლის ხელს, რაც ეზოს მოვლას ბევრად აიოლებს. სპეციალისტების რეკომენდაციით, უმჯობესია საბორტე ქვაც და ფილაც ერთი ტექნოლოგიით იყოს დამზადებული. ასე მათი ფერები და ფაქტურა ერთმანეთს იდეალურად შეეხამება და ექსტერიერიც დასრულებულ სახეს მიიღებს.
როგორ დავგეგმოთ ექსტერიერის დიზაინი შეცდომების გარეშე?
ეზოს დიზაინი დეტალების ერთობლიობაა, სადაც ბლოკი, ფილა და ბორდიური ერთიან, მყარ სისტემას ქმნის. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ტექნიკური ხარვეზები, პროექტის დაწყებამდე გამოცდილი სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება საუკეთესო გამოსავალია. ეს დაგეხმარებათ ბიუჯეტის წინასწარ, ზუსტად განსაზღვრასა და იმ ზედმეტი დანახარჯების აცილებაში, რაც ხშირად უხარისხო მასალების გამოყენებას მოჰყვება.
ექსტერიერის მოწყობა გრძელვადიანი ინვესტიციაა, ამიტომ, თითოეული ელემენტის ხარისხი პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ღირებულებასა და ვიზუალურ ხასიათზე. კომპანია „ლეგი’’ მზად არის დაინტერესებულ პირებს სრულფასოვანი კონსულტაცია გაუწიოს და დაეხმაროს მათ საჭირო მასალების სწორად შერჩევაში. დეტალების დასაზუსტებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ნომერზე: ….
FAQ – ხშირად დასმული კითხვები
1) რა გავლენას ახდენს ეზოს დიზაინი უძრავი ქონების ფასზე?
სწორად დაგეგმილი ეზოს დიზაინი და ხარისხიანი სამშენებლო მასალები მნიშვნელოვნად ზრდის ქონების საბაზრო ღირებულებას. პოტენციური მყიდველი პირველ რიგში მოწესრიგებულ ექსტერიერს ხედავს, ხოლო გამძლე ინფრასტრუქტურა მას არწმუნებს, რომ სახლში დამატებითი ინვესტიციის ჩადება წლების განმავლობაში არ მოუწევს.
2)როგორ შევარჩიოთ ეზოს ფილები დატვირთვის მიხედვით?
საფეხმავლო ბილიკებისთვის საკმარისია 4-სმ სისქის ფილა, ხოლო სამანქანო გზებისთვის რეკომენდებულია 8-10 სმ-იანი სისქის ვიბროპრესირებული ეზოს ფილები, რომლებიც უძლებს მძიმე წონას და ინტენსიურ დატვირთვას.
3)რატომ არის აუცილებელი ბორდიური ფილების დაგებისას?
ბორდიური მთლიანი საფარის სტაბილურობას განაპირობებს – იგი მყარად აფიქსირებს დაგებულ ფილებს და მათ გადაადგილებას უშლის ხელს. ეს ელემენტი მკაფიოდ მიჯნავს ბილიკებს გამწვანებული ზონებისგან, რაც ექსტერიერს სტრუქტურულ სიმტკიცესაც სძენს.




