როგორ ფორმაში ვართ ჩვენ და თურქები და რომელი ტაქტიკით ვითამაშებთ ორი ნახევარმცველის გარეშე…

ფეხბურთში ტრავმა ის ამბავია, რაც მწვრთნელებს დაწყობილ გეგმებს უჩეჩავს. მითუმეტეს, თუკი საქმე გუნდის ლიდერებს ეხება. როცა გავიგეთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე დაგვაკლდებოდა, მთელი იმედები ოთარ კიტეიშვილზე გადავიდა. სამწუხაროდ, თურქეთთან და ბულგარეთთან ისიც დაგვაკლდება. ვილი სანიოლი წლის “ერთა ლიგის” განმავლობაში რამდენჯერ იფიქრებდა, თურქეთთან ახალი ტაქტიკით და მეტი შემოქმედებითი ფეხბურთელით როგორ შეუტევდა, ახლა კი, სიტუაციიდან გამომდინარე, ფრანგს ცვლილებები დასჭირდება და იქნებ ბოლო დროს დატესტილ 4-მცველიან განლაგებაზე უარის თქმა მოუწიოს.
თავად მწვრთნელმაც აღნიშნა, მთავარი ისაა, როგორ ითამაშებო. მანამდე კი მთავარი ისაა, ვინ როგორ ფორმაშია, სასტარტო შემადგენლობის გამოკვეთას ხომ ეგ უწყობს ხელს.
სავარაუდო სასტარტო შემადგებლობაზე ხვალ ვისაუბროთ, ახლა კი რგოლებს გადავხედოთ.
სამწუხარო ფაქტი ისაა, გიორგი მამარდაშვილს “ლივერპულში” პრაქტიკა რომ არ აქვს, სასურველი კი ისაა, ეს მის თამაშზე უარყოფითად არ აისახოს.
“მამარდას” ცვლილების საკითხი არც განიხილებოდა, მაგრამ კლუბში მეორე მეკარე ლუკა გუგეშაშვილიც სათადარიგოა. მოგეხსენებათ, განაცხადში გორის “დილას” კიპერი დავით კერესელიძეცაა.
ორი წამყვანი ნახევარმცველის არყოფნის ფონზე, აქ სიტუაცია კრიტიკულად აღარ გვეჩვენება. რაც მთავარია, საბა გოგლიჩიძემ “უდინეზეში” ითამაშა, თანაც “ინტერის” წინააღმდეგ და წარმატებულადაც.
ბოლო ტურში ლუკა ლოჩოშვილს საუკეთესო შეფასება ჰქონდა. მისი გუნდი გერმანიაში ვერ ბრწყინავს, ამ ფონზე კი ჩვენებურის გამორჩეულობა მეტად სასიამოვნოა.
კაპიტამ გურამ კაშიას საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას, მაგრამ მისი გამოცდილებისა და შეუპოვრობის გვეიმედება.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი შეხვედრები გოგლიჩიძემ, კაშიამ და ლოჩოშვილმა სამმცველიან ტაქტიკაში ჩაატარეს, შესაბამისად, მარჯვნივ, შუაში და მარცხნივ და შესაძლოა, სანიოლისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოდგეს.
გუნდშია ახალგაზრდული ნაკრების ექსკაპიტანი საბა ხვადაგიანიც.
ბოლო თემა რომ გავაგრძელოთ, ოთარ კაკაბაძეს კვირას ასევე სამმცველიან ტაქტიკაში მთელი მარჯვენა ფლანგი ებარა, რაც ნაკრებშიც ხშირია. მისი პირდაპირი კონკურენტი გიორგი გოჩოლეიშვილია, ვინც “ჰამბურგში” თავიდანვე დამკვიდრდა, მაგრამ დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი ისეთი არ აქვს, როგორც კაკაბაძეს.
მარცხნივ პირდაპირი არჩევანი ირაკლი აზაროვია, ვინც უთამაშებლობის შემდეგ, “შახტარის” შემადგენლობაში 90 წუთით ვიხილეთ, მაგრამ ალბათ სასტარტოს შანსი ნაკლებად აქვს, რადგან თუ საქმე 4 მცველთან გვექნება, მარცხნივ ლოჩოშვილს ველით, სამი უკანახაზელის შემთხვევაში კი სანიოლი ამ ფრთაზე ალბათ გიორგი წიტაიშვილს გამოიყენებს. მას “მეცში” პრაქტიკა აქვს, ეროვნულ გუნდში საგოლე პასით მოდის, მაგრამ გუნდში მარჯვნიდან უტევს, რაც მის კარიერაში ხშირია. მაშინვე დავწერეთ, რომ გასაკვირი იყო, ფრანგი მწვრთნელი მარჯვნივ ნაკლებ დროს რომ აძლევდა და ამ პოზიციაზე უფრო ლევან შენგელიას იყენებდა, ახლა რომ გამოძახებულიც არაა.
ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი ის ფეხბურთელები არიან, ესპანელებთან აუცილებლად რიმ იქნებიან. აი, იქნება თუ არა მათ გვერდით მესამე შუახაზელი, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი მცველით ვითამაშებთ. კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის არყოფნაში ბურთის კონტროლსა და დომინანტობაზე აქცენტს რამდენად გავაკეთებთ, საქმე ისაა. თუ მაინც მესამე უნდა იყო, უპირველესად ალბათ ენერგიულ ნიკა გაგნიძეს ვიხილავთ, სანიოლმა ძალიან რომ აქო. გუნდშია ნოდარ ლომინაძეც, პორტუგალიის ჩემპიონატში წარმატებული ტური რომ ჰქონდა. განაცხადშია ვლადიმერ მამუჩაშვილიც.
საფიქრალი ისაა, იმ პოზიციაზე სადაც “ჩაკვეს” არყოფნაში ზურიკო დავითაშვილს ვხედავდით, ახლა აქცენტს შემოქმედებითობაზე რამდენად ავიღებთ.
თუკი საქართველოს ნაკრები გადაწყვეტს, რომ გარემარბებით ითამაშოს, აქ რამდენიმე ვარიანტია. გიორგი აბუაშვილსა და გუნდს ბოლოს დამატებულ გიორგი კვერნაძეს სერიოზული პროგრესი აქვთ, როგორც ახალგაზრდულ ნაკრებში, ასევე საფრანგეთსა და იტალიაში. გუნდშია საბა ლობჟანიძეც, ვისაც -დან გრძელი გზის გამოვლა უწევს. ეროვნულ გუნდშია გიორგი გულიაშვილიც.
გუნდის განაცხადში რამდენიმე გარემარბის ყოფნა იმასაც გვაფიქრებინებს, სანიოლს პერსპექტივაში 4-3-3 აქვს წარმოდგენილი, რასაც რამდენად განახორციელებს, ერთად ვნახავთ.
და გიორგი მიქაუტაძე, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია – მათი ხსენებით თითქოს ყველაფერია ნათქვამი. “კვარა” ოპტიმალურ ფორმას ჯერ იბრუნებს, ჟორჟი კი “ლიონში” მშვემიერი იყო. მთავარია, მათ ირგვლივ სწორი ტაქტიკა მოერგოს.
ნაკრებში ბუდი ზივზივაძე, თუმცა რთული სათქმელია, დღევანდელ ფორმაში მყოფი დროს რამდენად მიიღებს.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ თურქთა ლიდერი არდა გიულერი მადრიდის “რეალში” დიდი ნდობით სარგებლობს და შეუჩერებელია. მან ბოლი ტურში ერთი გაიტანა და მეორე გაუუქმეს; საუკეთესო დრო უდგას კენინ ილდიზს “იუვენტუსში”, რასაც ჰაკან ჩალხანოღლუზე ვერ ვიტყვით; თურქეთის ნაკრებში ორივე მეკარე ტონუსშია, ერთი “ლილის”, მეორე კი “მანჩესტერ იუნაიტედის” კარს იცავს.
“თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა” – რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია