როგორ ვაქციოთ სახლში დაგროვებული ვერცხლი ფინანსურ რესურსად? #ჰკითხეექსპერტს

თითქმის ყველას გვაქვს სახლში უჯრა, ზარდახშა ან თარო, სადაც ძველი ვერცხლის ნივთები ინახება – იქნება ეს ჭურჭელი, სამკაული თუ ბავშვობაში შეგროვებული მონეტები. ხშირად, ამ ნივთებს, როგორც გამოუყენებელ აქტივს, ისე ვუყურებთ და არც კი ვიცით, რომ მათ რეალური ფინანსური ღირებულება გააჩნიათ.
როგორ ფასდება ვერცხლი და რა ტიპის ნივთების სანაცვლოდ შეგვიძლია თანხის მიღება? ექსპრეს ლომბარდის კამპანიის, „ჰკითხე ექსპერტს“, ფარგლებში, ექსპერტ-შემფასებლები ამ თემაზე დეტალურ ინფორმაციას გვიზიარებენ.
– როგორ ხდება ვერცხლის შეფასება?
ბევრს ჰგონია, რომ ვერცხლის შეფასება რთული და გაუგებარი პროცესია. სინამდვილეში, ექსპრეს ლომბარდში ის მაქსიმალურად გამჭვირვალე და მარტივია. აი, როგორ მუშაობს:
სინჯის დადგენა: ოქროს მსგავსად, ვერცხლსაც სხვადასხვა სინჯი და ხარისხი აქვს. ჩვენი სერტიფიცირებული ექსპერტები უახლესი ტექნოლოგიებით ზუსტად ადგენენ სინჯს, თუმცა შეფასება ერთიანი, გამარტივებული და თქვენთვის ხელსაყრელი ფორმულით ხდება.
ავთენტურობის შემოწმება: ხომ არ არის თქვენი ნივთი უბრალოდ „მოვერცხლილი“? სპეციალური ხელსაწყოებით ჩვენი სპეციალისტები ამოწმებენ მის ავთენტურობას და ადგენენ, რომ ის ნამდვილად სუფთა ვერცხლისგანაა დამზადებული. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ნივთის დაზიანების გარეშე მიმდინარეობს.
წონის განსაზღვრა: მაღალი სიზუსტის ელექტრონული სასწორით დგინდება ნივთის ზუსტი წონა, რაც ფასის განსაზღვრის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
საბოლოო ღირებულება: სინჯისა და წონის მიხედვით, მიმდინარე საბაზრო ფასზე დაყრდნობით, ჩვენი ექსპერტი გთავაზობთ მაქსიმალურ, სამართლიან ღირებულებას.
– რა სახის ვერცხლის ნივთები მიიღება?
ექსპრეს ლომბარდში თითქმის ყველანაირი ტიპის ვერცხლის ნაკეთობის შეფასება შეგიძლიათ:
სამკაულები (ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები..)
ჭურჭელი და დეკორატიული ნივთები (კოვზები, ჩანგლები, ლარნაკები)
საკოლექციო მონეტები
ვერცხლის ზოდები
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები.
ასე რომ, თუ სახლში გაქვთ ვერცხლის ნივთები და ფინანსური მხარდაჭერა გჭირდებათ, შეგიძლიათ ექსპრეს ლომბარდი განიხილოთ.
თუკი ექსპრეს ლომბარდის მომსახურებასთან ან თქვენი ნივთების შეფასებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, გახსოვდეთ ექსპრეს ლომბარდის კამპანიის მთავარი პრინციპი. #ჰკითხეექსპერტს!
დაუკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზს (0322 39 39 39 | *39 39) ან ეწვიეთ ნებისმიერ 24/7 ფილიალს და მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია.