ვინ არის ჩემი პროდუქტის ან სერვისის მომხმარებელი? – ესაა შეკითხვა, რომელზე პასუხის გაცემა ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. როცა ბიზნესს ქმნი, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯიც სწორედ აუდიტორიის განსაზღვრაა, თუმცა ეს, ამავე დროს, მუდმივი პროცესიცაა, რადგან დინამიკურ სამყაროში ადამიანების ინტერესები ხშირად იცვლება. დღეს უფრო და უფრო მეტი ბიზნესი ირჩევს მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომებს და აუმჯობესებს სამომხმარებლო გამოცდილებას, ეს ყველაფერი კი მონაცემების მიღებისა და მათი სწორი ანალიზის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია.
იმისათვის, რომ განსაზღვროთ სწორი სამიზნე აუდიტორია, მისწვდეთ თქვენი პროდუქტით ან სერვისით დაინტერესებულ ადამიანებს და დააკვირდეთ მათ ქცევას, საქართველოს ბანკმა ინოვაციური პროდუქტი, ბიზნეს მენეჯერი შექმნა. ბიზნეს მენეჯერი ერთიანი პლატფორმაა, სადაც გადახდების კონტროლი, შეთავაზებების შექმნა და API სერვისების ინტეგრაციაა შესაძლებელი. მისი უპირატესობა კი ისაა, რომ იძლევა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, რადგან პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი ინფორმაცია მომხმარებლის სეგმენტისა და ქცევის შესახებ.
როგორ გამოვიყენოთ ბიზნეს მენეჯერის ანალიტიკა?
ბიზნესმენეჯერში ხელმისაწვდომია ანალიტიკური მონაცემები როგორც მომხმარებელთა მიერ განხორციელებული გადახდების, ისე მათი ქცევისა და დემოგრაფიული მახასიათებლების შესახებ. ამ ბლოგში კი გიამბობთ, როგორ შეგიძლიათ დააკვირდეთ მათ დინამიკას – აქტიური, ახალი და პასიური მომხმარებლის ცვლილებას.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს მენეჯერის მომხმარებლის ანალიტიკის სექციაში ხელმისაწვდომია მოდული – „ჩემი მომხმარებელი”, რომელიც აუდიტორიას სხვადასხვა სტატუსის მიხედვით ყოფს. ესენია:
· აქტიური − მომხმარებლები, რომლებმაც თვეში 1 გადახდა მაინც შეასრულეს ბოლო 2 თვის განმავლობაში;
· ახალი − მომხმარებლები, რომლებმაც ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად შეასრულეს გადახდა;
· პასიური − მომხმარებლები, რომლებიც იყვნენ აქტიურები, თუმცა ბოლო 2 თვის განმავლობაში არ შეუსრულებიათ გადახდა.
უფრო დეტალური ანალიზისთვის შესაძლებელია ფილტრების გამოყენება, რომელთა მეშვეობით მომხმარებლებს დააკვირდებით მათ მიერ შერჩეული გადახდების არხების, ასაკის, სქესის, სეგმენტის (AmEx, SOLO, PLUS, sCool Card, Student Card) და პერიოდის მიხედვით. შედეგად კი დააგენერირებთ მომხმარებელთა დინამიკის გრაფიკს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ იცვლება ახალი, აქტიური და პასიური მომხმარებლების რაოდენობა შერჩეული პერიოდის მიხედვით.
ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგცემთ, აკონტროლოთ მომხმარებლების მატების ან კლების პერიოდი, შესაბამისად – განსაზღვროთ, რა მოვლენას ან აქტივობას შეიძლება ჰქონდეს გავლენა მათ დინამიკაზე. აქვე ხელმისაწვდომია უნიკალური მომხმარებლების რაოდენობა თვის ჭრილში, განაწილება მათი რეალური საცხოვრებელი რეგიონების მიხედვით, სქესი, ასაკი, ინტერესები და შემოსავლები.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, სწორად დაგეგმონ მარკეტინგული კამპანიები, შექმნან კონკრეტული შეთავაზებები სწორი აუდიტორიისთვის და გაზარდონ კომპანიის მაჩვენებლები.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ ამ ბმულს. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.