თქვენი Google Business Profile არსებობს, დამოწმებულია, შევსებულია და შესაძლოა ოპტიმიზებულიც იყოს. თუმცა, როდესაც მომხმარებელი ეძებს სიტყვებით „პიცერია ჩემთან ახლოს“, თქვენი ბიზნესი ვერ ხვდება Google-ის პირველ სამ შედეგში. ამ დროს კი კონკურენტებთან მიდიან ის მომხმარებლები, რომლებიც თქვენ გეკუთვნოდათ.
რეალობა ასეთია: Google Business Profile-ის ქონა ავტომატურად არ ნიშნავს მაღალ პოზიციას. Google გადაწყვეტილებას იღებს რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრის მიხედვით.
რა არის Google Maps SEO
Google Maps SEO არის პროცესი, რომლის მიზანია თქვენი ბიზნესის ჩამონათვალის ოპტიმიზაცია ისე, რომ ის გამოჩნდეს Google Maps-ის შედეგებში და ე.წ. Local Pack-ში იმ სამ ბიზნესს შორის, რომლებიც რუკასთან ერთად ჩნდება ძიების ზედა ნაწილში.
როდესაც მომხმარებელი ეძებს ლოკალურ სერვისს, Google შედეგებს აფასებს სამი მთავარი კრიტერიუმით:
· რელევანტურობა** – რამდენად შეესაბამება თქვენი ბიზნესი მოთხოვნას
· დისტანცია – რამდენად ახლოს ხართ მომხმარებელთან
· პოპულარობა (Prominence) – რამდენად ცნობილი და სანდოა თქვენი ბიზნესი ონლაინსივრცეში (შეფასებები, მოხსენიებები, აქტივობა)
რაც უფრო მაღალია პოზიცია, მით მეტი ხილვადობა გაქვთ, რაც პირდაპირ აისახება ზარებზე, ვიზიტებსა და შემოსავალზე.
· Google Business Profile-ის სრულყოფილი მოწყობა
Google Maps-ზე წარმატების საფუძველი სწორად შევსებული პროფილია. აუცილებელია:
· ბიზნესის დამოწმება (Verification)
· სწორი და კონკრეტული კატეგორიის არჩევა
· ზუსტი ფიზიკური მისამართის მითითება
· სამუშაო საათების სწორად შევსება (განსაკუთრებით პიკის საათები)
· ყველა ველის შევსება: ტელეფონი, ვებსაიტი, აღწერა, სერვისები
ბიზნესის აღწერა უნდა იყოს მკაფიო, ბუნებრივი და შეიცავდეს ლოკალურ საკვანძო სიტყვებს, ზედმეტი გამეორების გარეშე.
ასევე მნიშვნელოვანია ხარისხიანი ფოტოების დამატება: ექსტერიერი, ინტერიერი, პროდუქტი/სერვისი, გუნდი. ფოტოები ზრდის ნდობას და მოქმედებს თქვენს რეიტინგზე.
2. კითხვებისა და პასუხების კონტროლი (Q&A)
Google Business Profile-ზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კითხვის დასმა და პასუხის გაცემა. რეკომენდებულია, რომ ბიზნესმა თავად დაამატოს ხშირად დასმული კითხვები და ამომწურავი პასუხები. ეს ეხმარება როგორც მომხმარებლებს, ისე Google-ს თქვენი სერვისის უკეთ გაგებაში.
· მომხმარებელთა შეფასებები – ნდობის მთავარი წყარო
შეფასებები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიგნალია Google-ისთვის. მნიშვნელოვანია: შეფასებების რეგულარული მიღება (არა ერთჯერადად), ტექსტური, დეტალური შეფასებები, საშუალოდ 4.5+ ვარსკვლავი. თქვენი მხრიდან კი აუცილებელია ყველა შეფასებაზე პასუხის დაბრუნება, მათ შორის ნეგატიურზეც – სწრაფად და პროფესიონალურად.
· ვებსაიტის ოპტიმიზაცია
თქვენი ვებსაიტი პირდაპირ უკავშირდება Google Maps-ის პოზიციას.
სასურველია:
· ლოკალური საკვანძო სიტყვები სათაურებსა და ტექსტებში
· ზუსტად იგივე საკონტაქტო ინფორმაცია, რაც GBP-ზე
· სერვისებისთვის ცალკე გვერდები
· Google Map-ის ჩასმა ვებსაიტზე
· LocalBusiness Schema-ის გამოყენება
ეს ყველაფერი ეხმარება Google-ს დაადასტუროს თქვენი ბიზნესის ლეგიტიმურობა და მდებარეობა.
5. მესამე მხარის ხსენებები
Google იმასაც აფასებს, თუ როგორ არის თქვენი ბიზნესი წარმოდგენილი სხვა ვებსაიტებზე.
მნიშვნელოვანია: ბიზნესის ერთნაირი მონაცემები ყველა პლატფორმაზე, ადგილობრივ მედიაში, ბლოგებსა და სიებში მოხსენიება, “Best of“ ტიპის სიებში მოხვედრა. ეს ზრდის ბიზნესის ავტორიტეტსა და ხილვადობას.
დასკვნა
Google Maps-ზე მაღალი პოზიცია ერთჯერადი მოქმედების შედეგი არ არის, ეს მუდმივი პროცესია.
ლოკალურ ძიებაში პირველ პოზიციებზე ხვდებიან ლიდერი ბიზნესები, რომლებიც: სთავაზობენ მომხმარებელს ხარისხიან პროდუქტსა და მომსახურებას, აქტიურად მართავენ Google Business Profile-ს, რეგულარულად იღებენ მომხმარებელთა შეფასებებს, მყარად არიან წარმოდგენილი ონლაინსივრცეში, აქვთ ლოკალურად ოპტიმიზებული ვებსაიტი.
საწყის ეტაპზე Business Profile-ის გასამართად საჭიროა დაახლოებით 10-15 საათი, შემდგომ კვირაში რამდენიმე საათი მონიტორინგისა და განახლებისთვის. შედეგი კი სრულად ამართლებს ამ დროს. და რაც მთავარია, კარგი SEO არ არის უბრალოდ კარგი მარკეტინგი. ძლიერი ბიზნესი და კმაყოფილი მომხმარებელი ყოველთვის იწვევს უკეთეს პოზიციებს.
www.marketer.ge




