მექსიკა ეძებს გზას, რომ კუბაში საწვავი -ის ტარიფების გვერდის ავლით გაგზავნოს – „როიტერი”

მექსიკა კუბაში საწვავის -ის ტარიფების გვერდის ავლით გასაგზავნად ეძებს გზას. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, მექსიკის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ამერიკელ კოლეგებს ესაუბრნენ, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ აღმასრულებელი ბრძანებით გათვალისწინებული ტარიფების საფრთხის მასშტაბები დაადგინონ და გაარკვიონ, არსებობს თუ არა გზა საჭირო საწვავის მიწოდებისთვის.
„მოლაპარაკებები თითქმის ყოველ მეორე დღეს მიმდინარეობს. მექსიკას არ სურს ტარიფების დაწესება, მაგრამ ის ასევე მტკიცედ უჭერს მხარს კუბელი ხალხის დახმარებას“, – აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ ანონიმურობის დაცვით.
კუბის მთავრობამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ამზადებს გეგმას „საწვავის მწვავე დეფიციტის“ აღმოფხვრის შესახებ და დეტალებს მომდევნო კვირაში გამოაქვეყნებს.
ამასთან, მიმდინარე კვირაში გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ კუბას ჰუმანიტარული „კოლაფსი“ ემუქრება, თუ ნავთობის საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს.
ცნობისთვის, ვენესეულა კუბისთვის ნავთობის ძირითადი მიმოწოდებელი იყო. ვენესუელური ნავთობის მიწოდება ქვეყანაში აშშ-ს მიერ ვენესუელური ტანკერების ბლოკადის შემდეგ შეწყდა და იანვრიდან მექსიკა კუბის უმსხვილესი ნავთობმიმწოდებელი გახდა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა