როგორ ბედავენ რადიკალები სპორტსმენებს მიმართონ?

როგორ ბედავენ რადიკალები სპორტსმენებს მიმართონ?
„თავისთავად, ის ფაქტი, რომ რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს საზოგადოების სხვადასხვა წევრი, მათ შორის, სპორტსმენები ჩართოს იმ ყალბ კამპანიაში, რაც კანონპროექტთან დაკავშირებით შექმნეს, ცალსახად მიუღებელი და სამარცხვინოა“, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რადიკალები ცდილობენ სპორტსმენების შეცდომაში შეყვანასა და თავიანთი მიზნებისთვის გამოყენებას.
„როგორ ბედავენ რადიკალები, რომ სპორტსმენებს მიმართავენ? ეს შეურაცხმყოფელია. ბიჭებმა უნდა დაინახონ, რომ ვიღაცეები ამ სამარცხვინო, ყალბ კამპანიაში მათ ჩართვას ცდილობენ მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურთ მათი დაფინანსებები გამჭვირვალე გახდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
Previous: სამოქალაქო საზოგადოების ინდექსით საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა – ეს აჩვენებს, თუ რა მარგინალურ სივრცეში არიან “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებული “ენჯეოები”

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში