როგორ აუხსნიან მოქალაქეებს იმას, რომ იმ ხალხთან არიან დაჯგუფებული, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველო დაადანაშაულა, თავად კი საკუთარ ქვეყანას მილიარდნახევარს ედავებოდნენ

როგორ აუხსნიან მოქალაქეებს იმას, რომ იმ ხალხთან არიან დაჯგუფებული, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველო დაადანაშაულა, თავად კი საკუთარ ქვეყანას მილიარდნახევარს ედავებოდნენ
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს ამომრჩევლისთვის თავიანთი მოღალატეობრივი პოლიტიკის ახსნა გაუჭირდებათ. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.
„ეს კიდევ ერთი სიგნალია იმ ხალხისგან, ვინც ითხოვს, ხელისუფლების ჩაბარებას. ხელისუფლება კი არა, ელემენტარული პასუხისმგებლობის აღებაც გაუჭირდათ, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე გააკეთონ გულწრფელი და სამართლიანი შეფასებები. მათ საქმე წააგეს და დაეკისრათ 650 მილიონის გადახდა, მაშინ როდესაც, მილიარდნახევარს სთხოვდნენ თავის ქვეყანას და სთხოვდნენ იმის გამო, რომ თვითონ ვერ განახორციელეს ეს ისტორიული პროექტი. ახლა როგორ მივლენ მოქალაქეებთან არჩევნებზე და როგორ აუხსნიან იმას, რომ იმ ხალხთან არიან დაჯგუფებული, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყანა და ჯარისკაცები დაადანაშაულეს და ახლა თვითონ ის პოლიტიკური ლიდერები გახდნენ, რომლებიც თავის ქვეყანას ედავებოდნენ მილიარდნახევარს“, – აცხადებს თალაკვაძე.
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება