როგორ აუხსნიან მოქალაქეებს იმას, რომ იმ ხალხთან არიან დაჯგუფებული, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველო დაადანაშაულა, თავად კი საკუთარ ქვეყანას მილიარდნახევარს ედავებოდნენ

როგორ აუხსნიან მოქალაქეებს იმას, რომ იმ ხალხთან არიან დაჯგუფებული, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველო დაადანაშაულა, თავად კი საკუთარ ქვეყანას მილიარდნახევარს ედავებოდნენ
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს ამომრჩევლისთვის თავიანთი მოღალატეობრივი პოლიტიკის ახსნა გაუჭირდებათ. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.
„ეს კიდევ ერთი სიგნალია იმ ხალხისგან, ვინც ითხოვს, ხელისუფლების ჩაბარებას. ხელისუფლება კი არა, ელემენტარული პასუხისმგებლობის აღებაც გაუჭირდათ, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე გააკეთონ გულწრფელი და სამართლიანი შეფასებები. მათ საქმე წააგეს და დაეკისრათ 650 მილიონის გადახდა, მაშინ როდესაც, მილიარდნახევარს სთხოვდნენ თავის ქვეყანას და სთხოვდნენ იმის გამო, რომ თვითონ ვერ განახორციელეს ეს ისტორიული პროექტი. ახლა როგორ მივლენ მოქალაქეებთან არჩევნებზე და როგორ აუხსნიან იმას, რომ იმ ხალხთან არიან დაჯგუფებული, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყანა და ჯარისკაცები დაადანაშაულეს და ახლა თვითონ ის პოლიტიკური ლიდერები გახდნენ, რომლებიც თავის ქვეყანას ედავებოდნენ მილიარდნახევარს“, – აცხადებს თალაკვაძე.
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა