როგორ აპირებს “ოცნება მაუწყებლების რეგულირებას – მორიგი რეპრესიული კანონპროექტი

“ქართულმა ოცნება” აპირებს მაუწყებლობის შესახებ კანონში რეპრესიული რეგულაციები შეიტანოს. კანონპროექტი ბიუროზე 24 თებერვალს დარეგისტრირდა.
“ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ამკვიდრებს ე.წ. ბრიტანულ სტანდარტს, რაც, სხვა სიახლეებთან ერთად, გულისხმობს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მანდატის ზრდას.
კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებათა შორისაა:
· ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) იზღუდება პოზიციის გამოხატვა;
· პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება. პასუხი უნდა გაშუქდეს სამართლიანად და ზუსტად;
· კანონით განისაზღვრება ყველა ის შემთხვევა, რა დროსაც ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა გამართლებულია; დამატებით განისაზღვრება კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ფარული ჩაწერის სტანდარტი.
· განისაზღვრება შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევების, საგანგებო ვითარების გაშუქებისას ზუსტი და სარწმუნო ინფორმაციის გადაცემის სტანდარტი და ა.შ.
გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ახალი ცვლილებებით აიკრძალება, დაფინანსების უცხოეთიდან მიღება იქნება. ამ ცვლილების მიზანია, შემცირდეს “უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენა”.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების” დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, , ვიქტორ ჯაფარიძე, ნოდარ ტურძელაძე, , ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა და .
· “ოცნება” მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს – კანონპროექტი
· „ოცნება“ ამჯერად მედიის წინააღმდეგ აანონსებს ახალ რეპრესიულ კანონს