როგორ აპირებს „ოცნება“ არჩევნებზე 60%-ის აღებას?

მზარდ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის, სანქციების და მთავარ სტარტეგიულ პარტნიორებთან, -თან და ევროკავშირთან ურთიერთობების უკიდურესი გაფუჭების მიუხედავად, ს პარტია „ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველს არწმუნებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
„ოცნების“ რეიტინგი არის ისტორიულ მაქსიმუმზე და სტაბილურად უტოლდება, დაახლოებით, 60%“ , პრემიერი, “ოცნება”
„ოცნების“ რეიტინგი არის ისტორიულ მაქსიმუმზე და სტაბილურად უტოლდება, დაახლოებით, 60%“ – ეს განცხადება „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი მ, პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის ბოლო დღეს, ყოველწლიური მოხსენების დროს გააკეთა. კობახიძეს არც ამჯერად დაუსახელებია, თუ ვინ და როდის ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, როგორც ეს “ოცნებამ” ე.წ „რუსული კანონის“ უხეში ლობირების დროს გააკეთა.
მისი თქმით, „ოცნების“ „ამხელა“ რეიტინგის ერთ-ერთი მიზეზი „ოპოზიციის სრული უსუსურობაა“. „თუ წინა არჩევნებზე პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო ხმების დაახლოებით 30%, ამ შემთხვევაში, მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შედეგი არის, 30%-ზე ნაკლები“ – ამტკიცებდა ნახევრად ცარიელ დარბაში კობახიძე. „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში აღარ შედის.
ბოლო სამ საპარლამენტო არჩევნებში, ივანიშვილის პარტიამ საუკეთესო შედეგი 2012 წელს აჩვენა, როცა ხმების 55% მიიღო. 2016 და 2020 წლების, საპარლამენტო არჩევნებში კი „ოცნებამ“ ხმების 48%-ით იმარჯვა.
საქართველოში არსებული მძიმე პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ექსპერტების აზრით, „ოცნება“ ასეთი პროპაგანდით და მანიპულაციით, უბრალოდ ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს. გადამწყვეტი იქნება, თუ რამდენად დემოკრატიულად გაიმართება 26 ოქტომბრის არჩევნები და გაითვალისწინებს თუ არა „ოცნება“, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შენიშვნებს.
უპრეცედენტო განცხადებები გვესმის, რომ ეუთო/ოდირი არის არაკომპეტენტური, ვენეციის კომისიას არ სცდონია სამართალი და ა.შ. ანუ ხვალ შენიშვნას არჩევნებთან დაკავშირებით, შეიძლება ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქციოს თენგიზ ფხალაძე
„მთავარია როგორ მივალთ არჩევნებამდე, აქ ბევრი პრობლემური თემაა“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ „საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის” უფროსმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ.
მისი თქმით, „რუსული კანონი“ თავისთავად ცხადია პრობლემური იქნება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც, როგორც წესი არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებენ ხოლმე, ეს ერთი.
მეორე არის ის, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში უპრეცედენტო განცხადებები გვესმის, რომ მაგალითად, ეუთო/ოდირი არის თურმე არაკომპეტენტური, ვენეციის კომისიას არ სცდონია სამართალი და ა.შ.
ანუ, ხვალ შეიძლება დავდგეთ იმ მოცემულობის წინაშე, რომ ესა თუ ის შენიშვნა, რომელიც შეიძლება არჩევნებთან დაკავშირებით გამოითქვას, ელემენტარულად, შეიძლება ამას ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქციოს და თქვას, რომ ის ამას არ იზიარებს. ყველაზე მთავარი გამოწვევა არის ის, თუ როგორ მივა ქვეყანა არჩევნებამდე და რამდენად შეძლებს ჩაატაროს იმ სტანდარტის არჩევნები, რომელიც ამ სახელმწიფოს სჭირდება“ – ამბობს თენგიზ ფხალაძე.
2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, „ოცნებამ“ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები მიზანმიმართულად არ გაითვალისწინა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, პოლიტიკურ გავლენის გაძლიერების მიზნით, ცესკოს ფორმირების წესში და საარჩევნო კოდექსში კრიტიკული ცვლილებები მაინც მიიღო, მათ შორის პრეზიდენტის ევტოს დაძლევით.
„ოცნება“ შეეცდება აჩვენოს, რომ კანონიც გაიტანა და ზოგიერთ ოპონენტსაც მიუჩინა საკუთარი ადგილი, შეიძლება ფართომასშტაბიანი რეპრესიები არ დაიწყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, სიტუაცია კიდევ გაუარესდება გიორგი ბილანიშვილი
ვენეციის კომისიამ 24 ივნისს, სპეციალურ მოსაზრებაში, ივანიშვილის პარტიის ამ ნაბიჯებს „უაღრესად შემაშფოთებული“ უწოდა. „ოცნებამ“ საპასუხოდ ვენეციის კომისიის დასკვნა – „ცესკოს გარანტირებულად კრიზისში შეყვანის რეცეპტად“ მოიხსენია.
პარალელურად, ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, სატელეფონო მუქარები და ფიზიკური თავდასხმები, რომლებზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეციალური საგამოძიებო სამსახური მხოლოდ ფორმალურად რეაგირებს, რეალურად, არც კი იძიებს.
1 ივნისს, თბილისში, 100-მდე ნიღბიანი ზონდერის მიერ, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის დარბევის შემდეგ, 26 ივნისს, „ოცნების“ ზონდერებმა „ნაცმოს“ ს ორგანიზაციის ოფისიც დაარბიეს.
17 ივნისს, ასევე მორიგ ჯერზე, სასტიკად სცემეს, „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე სტუდენტს ლერი დარჯანიას, მას თბილისში 10-მდე პირი დაესხა თავს. ათობით მსგავსი ცემის და ძალადობის ფაქტი, ამ დრომდე გამოუძიებელია.
„რეპრესიული მანქანა უფრო რომ ამუშავდება ამაზე ორი აზრი არ არსებობს, არჩევნებია მოსაგები“ – მიაჩნია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების მკვლევარს გიორგი ბილანიშვილს.
„ოცნება“ შეეცდება აჩვენოს, რომ კანონიც გაიტანა და ზოგიერთ ოპონენტსაც მიუჩინა საკუთარი ადგილი. შეიძლება ფართომასშტაბიანი რეპრესიები არ დაიწყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, სიტუაცია კიდევ გაუარესდება, რამდენად და რა ხარისხით ამის თქმა მიჭირს“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ ბილანიშვილმა.
“ოცნების“ ხელისუფლება ჯერ არ გამოხმაურებია ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, 36 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას, სადაც ივანიშვილის პარტიას ერთმნიშველოვნად მოუწოდეს, გააუქმოს ე.წ „რუსული კანონი“, შეწყვიტოს ოპონენტების წინააღმდეგ დაშინების კამპანია, დაიცვას გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება“.

ასევე დაგაინტერესებთ