როგორ აისახება “გრანთ თორნთონის” გლობალური წარმატება ადგილობრივი ოფისის ხარისხისა და ზრდისკენ სწრაფვაში

ახლახან გამოქვეყნებულმა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო გამოცემის ყოველწლიური რეიტინგი „International Accounting Bulletin“–ის (IAB) 2025 წლის კვლევამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი “გრანთ თორნთონის” პოზიციას გლობალურ ასპარეზზე. შთამბეჭდავი, 7.3%-იანი მაჩვენებლით, “გრანთ თორნთონმა” ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ზრდა აჩვენა თავის მსხვილ კონკურენტებს შორის — რაც ნათლად ასახავს ქსელის მტკიცე სტრატეგიასა და ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას.
“გრანთ თორნთონი” მეექვსე ადგილს იკავებს გლობალურად, თუ არ გავითვალისწინებთ ფირმების შემოსავალს ალიანსებიდან — რაც უფრო ზუსტად ასახავს ქსელის სიძლიერეს სრულად ინტეგრირებული წევრი ფირმების მიხედვით. ალიანსური შემოსავლის ჩათვლით კი ქსელი მეშვიდე ადგილს იკავებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ალიანსური ფირმები არ ექვემდებარებიან იმავე ვალდებულებებსა და ბრენდის სტანდატებს, როგორც წევრი ფირმები.
“წლევანდელი IAB-ის გამოკითხვის შედეგები ხაზს უსვამს, თუ რამდენად შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა ქსელმა გასულ წელს. ეს არის წევრი ფირმების დაუღალავი მუშაობის შედეგი მთელს მსოფლიოში. ფოკუსი საერთაშორისო თანამშრომლობაზე, ხარისხის რეპუტაცია და ძლიერი ბრენდი მუდმივად იზიდავს კლიენტებსა და პროფესიონალებს. ჩვენ ყველამ უნდა ვიამაყოთ იმით, რასაც მივაღწიეთ”, – აღნიშნავს პიტერ ბოდინი, “გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის” (GTIL) აღმასრულებელი დირექტორი.
ჩვენ, გრანთ თორნთონ საქართველოში გვეამაყება, რომ ვართ ამ გლობალური მიღწევის ნაწილი და მუდივად უზრუნველვყოფთ იმავე ხარისხის, ინოვაციებისა და მომსახურების მიწოდებას, რამაც განაპირობა ქსელის წარმატება. ჩვენი სტრატეგიული მიზანია ადგილობრივ ბაზარზე ისეთივე პოზიციონირება, როგორც გლობალურად – ვიყოთ მრჩეველი დინამიკური ბიზნესებისთვის, რომლებიც ეძებენ მაღალი ხარისხის, ურთიერთობებზე ორიენტირებულ პროფესიულ მომსახურებას. ჩვენი მიზნები შესაბამმისობაშია Go Beyond 2025 წლის სტრატეგიასთან, რომელიც ხაზს უსვამს მდგრად ზრდას ხარისხისა და ანგარიშვალდებულების მეშვეობით – წევრი ფირმის ვალდებულებების (MFOs) სრული შესაბამისობის ჩათვლით, რაც ქსელის წევრობის ძირითადი პრინციპია.
საქართველოს ოფისი განაგრძობს უწყვეტ განვითარებას გლობალური ქსელის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად: