როგორც კი ფიზიკური ძალადობის წყარო გამოაცალა სახელმწიფომ, მორალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადავიდნენ. სულით და ხორცით მოძალადეები არიან, იმიტომ რომ, ჯაშუშის ხასიათი სხვა რამეს არ ითვალისწინებს

როგორც კი ფიზიკური ძალადობის წყარო გამოაცალა სახელმწიფომ, მორალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადავიდნენ. სულით და ხორცით მოძალადეები არიან, იმიტომ რომ, ჯაშუშის ხასიათი სხვა რამეს არ ითვალისწინებს
ეს პროცესი მარაგდება, წინასწარ სპეციალურად 16- 20 დეკემბრისათვის ნაყიდი პიროტექნიკით და სხვადასხვა ნივთიერებებით, აალებადი ნივთიერებებით, მათ შორის, არ არის რთული, თუ იცი დამზადება მოლოტოვის კოქტეილების, ამისთვის განკუთვნილი აალებადი ნივთიერებები, ბენზინი იქნება ეს, დიზელი თუ სხვა, თავისი ბოთლებით, კოხტად დაჭრილი ნაჭრებით და ა.შ.
მთელი ეს შეიარაღება „მშვიდობიანი „ აქციისათვის ამოღებულ იქნა “ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა ოფისებიდან, უცხოური ფულით დაფინანსებული, მათ შორის რუსული ფულით,- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ. მდინარაძის განცხადებით, როგორც კი ფიზიკური ძალადობის წყარო გამოაცალა სახელმწიფომ რადიკალურ ოპოზიციას, ისინი მორალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადავიდნენ, რადგანაც სულით და ხორცით მოძალადეები არიან, იმიტომ რომ, ჯაშუშის ხასიათი სხვა რამეს არ ითვალისწინებს. „არც ამას ვლაპარაკობ შემთხვევით, ათეულობით რუსი ინსტრუქტორი შემთხვევით არ აღმოჩენილა, ყველა ოპოზიციონერი იყოო, იქ არ დამიწყოთ ახლა ამის მტკიცება.
სად რა არის აღრეული და რომელი ინსტრუქტორი საიდან, რა მიზნით, არის ჩამოსული თვითონ ვერ არკვევენ და ჩვენც გვიჭირს გარკვევა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერკვევით ამაშიც, შესაბამისად ამისა, ისინი იმართებიან პარტიული ოფისებიდან და შემდეგ იყოლიებენ, რა თქმა უნდა ვიღაცა შეიძლება იყოს გულწრფელიც იქ და არის ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ ის გულწრფელი ადამიანები მეტწილად დგანან მშვიდობიანად და გუშინ, როგორც კი ეს მშვიდობიანი აქცია, ახლა რომ გითხრათ, რომ არ განძრეულა იქ არავის და ერთი ქვა არ უსვრიათ მთლად ეგრეც არ იყო, ამას ნუ წარმოვიდგენთ, მაგრამ სადამდეც მოთმენა შეიძლება და მშვიდობიანობის ხასიათს ასე ინარჩუნებს მოთმენის ზღვარზე აქცია, იქ პოლიცია არ ინძრევა საერთოდ, რეაგირებას არ ახდენენ, ითმენენ, ვაჟკაცურად, თავისი მუნდირის და ღირსების შესაბამისად.
მაგრამ როგორც კი გაუსაძლისისა და პასუხის გარეშე შეუძლებელია მოგერიება, აქ გადადიან მოქმედებაზე და ამის გამო, ზოგიერთი ფაშისტი ტელევიზიის ჟურნალისტი დარბის, სახლებში ადგება მათ მშობლებს, წარმოიდგინეთ რა ბულინგს ბედავენ, იქ მსახიობების, იქ სპეცრაზმელების, როგორც კი ფიზიკური ძალადობის წყარო გამოვაცალეთ, სახელმწიფომ გამოაცალა, მორალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადავიდნენ.
სულით და ხორცით მოძალადეები არიან, იმიტომ რომ, ჯაშუშის ხასიათი სხვა რამეს არ ითვალისწინებს. გენეტიკაშიც აქვთ. „ნაცის“ გენეტიკა ეს არის. აგენტობაზე ხელს, რომ აწერ და ვიღაცის აგენტი, რომ ხდები ეს შიგნით იქნება, გარეთ იქნება იქ მერე ყველაფერს კადრულობ. აგენტობაზე როგორც კი ხელს მოაწერ, იქ შეიძლება სხვა რამეზე იკამათო და თქვა, რომ იცი რა – ეს ჩემი მოქმედება ამიტომ არის სამშობლოს მსახურება. თქვენი მოქმედება არ წაადგება ჩემს სამშობლოს, მაგრამ არასდროს არ გეტყვი, თუ არასწორი ხარ, შეიძლება ცდებოდე რომ აგენტი ხარ. წარმოუდგენელი ამბავია, ეს როგორ უნდა კადრო ადამიანს თუ მართლა უტყუარი ინფორმაცია არ გაქვს, თუ დარწმუნებული არ ხარ. ამათზე აღარც არის ლაპარაკი თავისი ხელით ადასტურებენ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობაზე: არა მხოლოდ ამის ბერკეტი არ აქვს, არამედ არც ერთი იმ მავნებლური განცხადების, არაერთი გადადგმული ნაბიჯის, რომელიც კონსტიტუციაში მოდიოდა წინააღმდეგობაში