როგორც კი რეკომენდაციები შესრულდება, ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივიღოთ ისტორიული გადაწყვეტილებები და კანდიდატის სტატუსი გავცეთ – იოვიტა ნელიუფშიენე

ლიეტუვის საგარეო მინისტრის მოადგილე იოვიტა ნელიუფშიენე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი მზად არის გაბედული და ამბიციური გადაწყვეტილებებისთვის მიანიჭოს ქვეყნებს კანდიდატის სტატუსი.
“გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული მას შემდეგ, რაც ქვეყნები მზად იქნებიან. გარდა ამისა, გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული დეკემბერში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე. გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებების გადადება ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ვხდებით ნაკლებად სანდო და არა საკმარისად გაბედულები. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მზად ვართ ჩვენი გაბედული და ამბიციური გადაწყვეტილებებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებების დაწყებას. კომისიამ რეკომენდაციები გასცა. როგორც კი ეს საკითხები შესრულდება, ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივიღოთ ისტორიული გადაწყვეტილებები და მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ყველაფერი, რაც გაწერილია უნდა შესრულდეს ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რადგან რეფორმები საჭიროა არა ევროკავშირისთვის, არამედ ამ ქვეყნების მოსახლეობისთვის,”- აცხადებს ლიეტუვას საგარეო მინისტრის მოადგილე იოვიტა ნელიუფშიენე.

ასევე დაგაინტერესებთ

უნგრელები ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს და არ დავუშვებთ, რომ ევროკავშირმა საქართველოს ლიდერებს სანქციები დაუწესოს – ვამაყობთ საქართველოსთან და „ქართულ ოცნებასთან“ შესანიშნავი ურთიერთობით

BBC-ი სტატიაში წერს, რომ ტრიქლორეთილენი არის გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს- ის მართლაც კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება წყალში

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ბლოკჩეინ ეკოსისტემის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა Hedera-სთან თანამშრომლობით საჯარო სექტორში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს