ხაზარაძეს უთქვამს, რიგი ჟურნალისტები არიან მხარე, რადგან ღიად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, ევროპული ჟურნალისტიკა არის როცა ორივე მხარის არგმენტებს წარმოაჩენ და არ ამბობ, რომელს უჭერ მხარსო. ანუ ბატონ ხაზარაძეს რისი თქმა უნდა, “რუსულ კანონთან” დაკავშირებით, დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა ცალსახა პიზოცია რომ გამოვხატეთ, ეს არაევროპული საქციელი იყო? “ოცნება” რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების და “ქართველობის გადარჩენის” ეგიდით ფაქტობრივად დიქტატურას გვიმყარებს, დასავლეთს გვაპირისპორებს, მარტო გვტოვეებს რუსეთის პირისპირ, ამას საკუთარ სახელს რომ ვარქმევთ, ესეც არაჟურნალისტური საქციელია და უბრალოდ სტერილურად ორივე მხარის არგუმენტები უნდა წარმოგვედგინა? თუ ბატონ ხაზარაძეს გონია, “ოცნებას” არ აქვს ამ ყველაფრის გასაპრავებლად ე.წ. არგუმენტები? არგუმენტებისთვის ჯიბეში ხელს არ იყოფენ. ანუ ჩვენ ერთ მხარეს “ოცნების” ეს “არგუმენტები” უნდა დაგვედო (მაგალითად “გლობალირ ომის პაეტიაზე, ომში ჩართვაზე და ა.შ.), მეორე მხარეს დაგვედო საპირისპორო და თავი ისე უნდა მოგვეჩვენებინა, თითქოს ვერაფერს ვხვდებოდით? ეს იქნებოდა ნამდვილი ჟურნალისიტიკა და სწორი საქციელი? “ოცნებაც” ზუსტად მაგას გვსაყვედურობს და მაგიტომაც გვეძახის მხარეს ყველა დამოუკიდებელ ჟირნალისტს და მედიას, რომ ისე არ მოვიქეცით, როგორც თქვენ გვრჩევთ, ბატონო მამუკა. სხვას კი არაფერს გვიკიჟინებს “ოცნება!” და არა მარტო გვიკიჟონებს, იმას რისკენაც თქვენ მოგვიწოდებთ, უკვე კანონით გვირეგულორებს და როგორც ვხვდები, ამ კანონს თქვენც სიამოვნებით მოაწერდით ხელს. და საერთოდ, ვინ გითხრათ, რომ ჟურნალსტიკა მხოლოდ ორი დაპირისპირებული მხარის პოზიციის წარმოჩენაა? ჟირნალისტიკა ისაა, რაც ამ ფოტოზე წერია.
