როგორც ბიძინა ივანიშვილი, ისე ჩვენი გუნდი ზუსტად იმ სულისკვეთებით ვდგავართ დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების სადარაჯოზე, რა პრინციპებითა და რა ღირებულებებითაც მოვედით 2012 წელს ხელისუფლებაში

როგორც , ისე ჩვენი გუნდი ზუსტად იმ სულისკვეთებით ვდგავართ დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების სადარაჯოზე, რა პრინციპებითა და რა ღირებულებებითაც მოვედით 2012 წელს ხელისუფლებაში
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია ოპოზიციის მიერ გააქტიურებულ თემას პასუხობს, რომელიც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჰილარი კლინტონისთვის 2012 წელს მიწერილ წერილს შეეხება.
კირცხალია ოპოზიციას მიმართავს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დგას დემოკრატიის, სუვერენიტეტის და ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების გვერდით და არა უცხო ქვეყნიდან ნაკარნახევი აგენტურული ქმედებების სადარაჯოზე და მათ დასაცავად.
როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, ამ წერილში აჟიოტაჟის ასატეხს ვერაფერს ხედავს.
„გაუგებარია, რატომ მანიპულირებენ ამ წერილით. გავეცანი ამ წერილს, საზოგადოებაც გაეცნო და ჩვენ დღესაც, როგორც 2012-ში ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ისევე, როგორც ჩვენი გუნდი ზუსტად იმ სულისკვეთებით ვდგავართ ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების სადარაჯოზე, რა პრინციპებითა და რა ღირებულებებითაც მოვედით 2012 წელს ხელისუფლებაში და ეს ასე გრძელდება.
ჩვენს ოპოზიციას ვეტყვი, რომ ჩვენ ვდგავართ რეალურად დემოკრატიის, რეალურად სუვერენიტეტის და ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების გვერდით და სადარაჯოზე და არა უცხო ქვეყნის აგენტურის სადარაჯოზე და უცხო ქვეყნიდან ნაკარნახევი აგენტურული ქმედებების სადარაჯოზე და მათ დასაცავად. აქ სამანიპულირო და აჟიოტაჟის ასატეხს აბსოლუტურად ვერაფერს ვხედავ. დიახ, დღესაც ამ აზრზე და ამ პოზიციაზე ვართ ყველანი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მრავლისმთქმელია აშშ-ის საელჩოს დუმილი შიგევროპელი აკაცუკების მხრიდან ამერიკის მოქალაქეზე თავდასხმასთან დაკავშირებით – არ იმჩნევენ მომხდარს, რადგან არ სურთ იმის აღიარება, რომ უკან შეუტრიალდათ მათ მიერ დატრენინგებული დამნაშავეები

ბექა კობახიძე გამოირჩევა ქვეყნის და ეკლესიის მტრობით, როგორ შეიძლება ის აირჩიო ქართველი ხალხისთვის სპიკერად, რაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გააკეთა – როცა თანამშრომლობ კობახიძესთან, ნიშნავს, რომ იზიარებ რადიკალიზმს და იღებ მის ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებლობას

საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი ცხადყოფს, რომ საქართველო პირველ ადგილზეა როგორც კავკასიაში, ისე შავიზღვისპირეთში