ინგლისის თასის მეოთხედფინალში „ლივერპული“ გასვლაზე „მანჩესტერ სიტისთან“ 0:4 დამარცხდა.
ძნელია სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილი რომელიმე გაშვებულ გოლში დაადანაშაულო, თუმცა ანალიტიკური საიტები შეფასებისას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გოლების ფაქტორს ითვალისწინებენ:
Sofascore 6.0, Flashscore 6.0.
მამარდაშვილმა სამჯერ მოიგერია ბურთი და ურიგოდ არ გაისარჯა, მაგრამ „წითლების“ თამაში, მეტადრე დაცვაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.