რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ნაპოლის” რუდი გარსია აღარ გაწვრთნის, “პარტენოპეიმ” მალევე გვამცნო, რომ ფრანგი სპეციალისტის ადგილს ვალტერ მაცარი დაიკავებს.
როგორც წესი, მწვრთნელს ფეხბურთელები სოციალური ქსელის მეშვეობით ემშვიდობებიან და ერთობლივი მუშაობისთვის მადლობასაც უხდიან ხოლმე, თუმცა “პარტენოპეის” არც ერთმა მოთამაშემ ეს არ გააკეთა.
იტალიურ მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარსიასა და “ნაპოლის” ფეხბურთელებს შორის დაძაბული ურთიერთობა სუფევდა, ეს ფაქტიც, ალბათ, ამ ყველაფრის დასტურია…
შეგახსენებთ, “პარტენოპეი” ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველ მატჩს 25 ნოემბერს, “ატალანტას” წინააღდეგ გამართავს.