როგორი უნდა იყოს ლუდის ჭიქის იდეალური ფორმა?

ბრაზილიელმა ფიზიკოსმა კლაუდიო დე კასტრო პელეგრინიმ თავის სამეცნიერო ნაშრომში ისაუბრა ლუდის გაცხელების პრობლემაზე და წარმოადგინა იდეალური ჭიქის ფორმულა, რომელშიც ეს პროცესი უფრო ნელა მოხდება. ამის შესახებ სტატია ჟურნალ SciELO-ში გამოქვეყნდა.
„პრობლემა წარმოიშვა ისეთი სასმელების მოხმარების გამო, როგორიცაა ლუდი, რომელიც მომხმარებელს სურს რაც შეიძლება ცივი შეინარჩუნოს მოხმარების დროს“, წერს პელეგრინი თავის ნაშრომში.
გამოთვლების გაკეთებისას ფიზიკოსმა არ გაითვალისწინა ადამიანის სხეულის სითბოს გავლენა შუშის ჭიქასთან შეხებისას. ასევე გაუთვალისწინებელი დარჩა გათბობაზე ჭიქის ძირში ლუდის გავლენა.
შედეგად, ბრაზილიელი მეცნიერი მივიდა დასკვნამდე, რომ ლუდისთვის საუკეთესო ჭიქა, რომელსაც შეუძლია შეანელოს გათბობის პროცესი, არის ჭიქა, რომელიც ფართოვდება ზევით.
პელეგრინი თავის ნაშრომში ასევე აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ ლუდი ცივი დარჩეს, უმჯობესია გამოიყენონ პატარა ჭიქები, რომლებიც საკმარისად სწრაფად შეიძლება დალიონ, სანამ სასმელი გათბობას მოასწრებს.